„მაკდონალდს საქართველო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლუგარის კვლევით ცენტრში მომუშავე სრულ პერსონალს მაკდონალდსის პროდუქტებით ამარაგებს. პროდუქციის ლაბორატორიაში მიტანის სერვისს „გლოვოს“ კურიერები, ყოველდღიურად, უსასყიდლოდ უზრუნველყოფენ.
„ვფიქრობთ, ქვეყანაში შემქნილ სიტუაციაში ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისია აკისრიათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, კვლევითი ცენტრის სრული პერსონალის ყოველდღიური კვება სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველვყოთ. იდეის განხორციელება რამდენიმე დღეა, დავიწყეთ, სხვადასხვა სახეობის პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს „გლოვოს კურიერები“ უსასყიდლოდ შეასრულებენ და ასე გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში ამისი საჭიროება იქნება“, – აცხადებენ კომპანიაში.
„მაკდონალდს საქართველო“ მომხმარებლებს მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურებას უწევს უკონტაქტო ადგილზე მიტანის სერვისისა და მაკდრაივის მეშვეობით. გამკაცრებულია ჰიგიენის, დეზინფექციის„ და უსაფრთხოების ზომები
„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში, მთლიანობაში, 16 ობიექტს მოიცავს.
[R]