in

შპს „ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი“

შპს „ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი “ არის ბუღალტრის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და საკონსულტაციო კომპანია,რომლის ძირითადი მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და საბუღალტრო მომსახურება.

BOG
BOG

ცენტრის მიზანია მოამზადოს ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად , თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი კურსდამთავრებულები . ცენტრის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ინდივიდუალური სწავლების მეთოდი,რომელიც უკვე მრავალი წელია დიდ მოწონებას იმსახურებს.

ინდივიდუალური სწავლების მეთოდი გულისხმობს მსმენელზე მორგებულ პირობებს: სწავლების გრაფიკი, სწავლების ხანგრძლივობა და პრაქტიკა.

სწავლების დასრულების შემდეგ, დებულების  თანახმად, მათთვის ერთი წლის მანძილზე საბუღალტრო კონსულტაციები უფასოა. კონსულტაციების რაოდენობა და ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. სასწავლო კურსები არის თანამედროვე და მსმენელზე ინდივიდუალური პირობებით მორგებული.

სწავლება გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისათვის, დამწყები ბუღალტრებისთვის, ასევე მოქმედი ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისათვის, მეწარმეებისთვის.

ჩვენ ნებისმიერ მსურველს ასაკისა და პროფესიის შეუზღუდავად  ვთავაზობთ შეისწავლოს ბუღალტერია ნული დონიდან. მოქმედ ბუღალტრებს შეუძლიათ გაიარონ პრაქტიკა მოქმედი საწარმოს მაგალითზე, მეწარმეებს ვთავაზობთ ტრენინგს მეწარმეობაში ,ხოლო სტუდენტებსათვის გვაქვს სტაჟირების პროგრამა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემოსავლების სამსახურის ელ.ვებ გვერდის რს.ჯის შესწავლას და კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებს.

2017 წლის 1 აპრილიდან კი გვემატება ახალი კურსი ბიზნესს ფსიქოლოგია,რომელიც მთლიანად მორგებული იქნება ქართულ ბიზნესს გარემოზე.

ასევე გვაქვს საინფორმაციო 1 წლიანი პაკეტი რომლის შეძენა შეუძლია როგორც ჩვენს კურსდამთავრებულებს, ასევე ნებისმიერ ბუღალტერს .საინფორმაციო პაკეტის მიზანი არის ყოვეთვიურად მომხმარებელს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია ბუღალტრულ და საგადასახადო საკითხებში.

ჩვენ ვაგრძელებთ საქმიან მეგობრობას ჩვენს კურსდამთავრებულებთან და ჩვენი კურსდამთავრებულების სურვილის გათვალისწინებით 2015 წელს  დავნერგეთ ბუღალტრების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა წამყვანი კომპანიების ბუღალტრები და ფინანასური მენეჯერები .შეხვედრაზე განიხილება სხვადასხვა აქტუალური საკითხები, საბუღალტრო პროგრამების პრეზენტაცია და ტარდება ვორქშოპი. შეხვედრები ტარდება ჩვენი დაფინანასებით და მასში მონაწილეობის მიღება არის ყველასათვის უფასო. 2017 წელს ჩატარდა რიგით მე 4 ბუღალტრების შეხვედრა თემაზე „მოგების გადასახადის ესტონური მოდელი”, რომელშიც მონაწილეობდა50 მდე  მოქმედი ბუღალტერი .

2016 წელს დავნერგეთ და განვახორციელეთ წარმატებით კორპორატიული ტურები საქ-ში. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს ახალი კონტაქტების შეძენას, ინფორმაციის გაცვლას და განვითარებას.

ჩვენ არ გვავიწყდება ასევე სოციალურ ქსელში ჩვენი გამომწერები და მათთვის მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად წინასწარი ანონსების საფუძველზე ტარდება 4 საათიანი სრულიად უფასოდ საბუღალტრო  კონსულტაციები კითხვა -პასუხის რეჟიმში. რომელსაც პირადად უძღვება შპს „ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის“ დირექტორი ხატია ჭონქაძე.

რაც შეეხება საბუღალტრო მომსახურებას გვაქვს სხვადასხვა პაკეტები, რომელიც მორგებულია როგორც სტარტაპებს ასევე მოქმედ ბიზნესს. ნებისმიერ მეწარმეს ან/და საწარმოს, რომელსაც ვუწევთ საბუღალტრო მომსახურებას, მთელი წლის განმავლობაში ვუტარებთ  ტრენინგებს და ვასწავლით ყველა საჭირო პირველადი  ბუღალტრული და იურიდიული დოკუმენტების დამუშავებას. საბუღალტრო მომსახურებას / კონსულტაციებს ვუწევთ როგორც ჩვენი ოფისიდან, ასევე მათ ობიექტებზე(რეგიონებში).

ჩვენ დღეს ვამაყობთ ჩვენი საქმიანი მეგობრობით და წარმატებული კურსდამთავრებულებით, რომლებიც დღეს , სხვადასხვა კომპანიებში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე აგრძელებენ მუშაობას.

ვინაიდან ჩვენი მომხმარებლები არიან მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი გვაქვს ფილიალის გახსნა ქ.ბათუმში და ერთიანი მობილური აპლიკაციის შექმნა.

[email protected]
www.account.ge
https://www.facebook.com/LPCENTRE/

twitter.com/LpCENTRE

instagram.com/lp.centre/

ტელ: 2959576
მობ: 591344734

3K/\ULI – ვერცხლისა და ოქროს ონლაინ სახელოსნო

რაში ეჯიბრებიან პატარა გოგონები ერთმანეთს? – 8 მარტისთვის შექმნილი Western Union–ის კამპანია