in

„ლუკა თეო“ – ყველის საწარმო ჩაქვში

Startauperi
Startauperi

„ლუკა თეო“ ყველის საწარმოა ჩაქვში, რომელიც წელიწად-ნახევარია, არსებობს და ყველის 4 სახეობაზე მეტს აწარმოებს. სახელი, რომლის წყაროც შვილიშვილების სიყვარული გახდა, ეტიკეტსაც მოერგო და მაღაზიებში სწორედ ასე – „ლუკა თეოს“ ყველი – უნდა იკითხოთ. „ლუკა თეო“ ერთ-ერთია აჭარის რეგიონის იმ 20 სტარტაპიდან, რომელიც „საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა აფხაზეთმა“ 5000 ლარის ოდენობით დააფინანსა. მარკეტერი ესაუბრა „ლუკა თეოს“ დამფუძნებელს – რევაზ გამრეკელიძეს საწარმოში არსებულ ყველის ნაირსახეობებზე, ადამიანურ რესურსზე, ბიზნესში მის წარსულ გამოცდილებასა და უახლოესი მომავლის გეგმებზე.


M: რევაზ, რამდენი სახეობის ყველს აწარმოებთ?
შებოლილი სულგუნი ყველა სახის მაქვს, ბრინზა ყველსაც შევთავაზებ, თუ მოთხოვნა იქნება. ძალიან გემრიელია, ბულგარულია ბრინზა ყველი, რომელსაც საკუთარი ტექნოლოგიით ვამზადებ. გვაქვს რულეტი ლორითა და ყველით, შებოლილი ჩხირები, შებოლილი დაწნილი, თეთრი ჩხირები, შეუბოლავი სულგუნის ჩხირების 3 სახეობა, ჩეჩილი ყველი და ა.შ.

M: რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს ცეხში?
ჯერჯერობით, 3-4 ვართ. ამჟამად, რემონტი გვაქვს და  არაა იმდენად ფუნქციონირებადი, თუმცა მარტის თვეში ველოდებით გააქტიურებას.


M: სხვა ბიზნესში თუ გქონიათ გამოცდილება?
ყველსა და მაწონს ვაწარმოებდი უკრაინაში, პატარა ცეხი მქონდა, დიდი ხნის განმავლობაში. მერე სიძემ შეიძინა დიდი ქარხანა, სადაც ტექნოლოგად იქამდე ვმუშაობდი, სანამ აქ ჩამოვიდოდი და „ლუკა თეოს“ დავაფუძნებდი. უკრაინის საწარმო 20 ტონას ამუშავებს ყოველდღე, 5-6 სახეობის ყველს ვაწარმოებთ იქაც, აქედან 90% კი ქართულია.

M:
სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზაცია, სად იყიდება „ლუკა თეო“?

ბათუმის სუპერმარკეტებში ვაბარებ, ასევე, პატარ-პატარა მაღაზიებშიც არის მოთხოვნა. ახლა „გუდვილთან“ მაქვს მოლაპარაკებები და უკვე მალე შევთანხმდებით.

ნამდვილი სამხედრო ვიდეო თამაში “A New Dawn”, რეალური სიტუაციებით

ნათია მეფარიშვილი – #პირველისამსახური