in

Lukasoprom – ქართველი მუსიკალური პროდიუსერი, რომელსაც ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მსმენელი ჰყავს

მის მუსიკას კი 100-ზე მეტ ქვეყანაში უსმენენ


დღეს მხოლოდ მუსიკის, თუნდაც კარგის შექმნა პროდიუსერებისთვის არაფრის მომცემია, საჭირო ხდება ბევრად მრავალმხრივი უნარების გამოყენება რათა შექმნილი “პროდუქტი” მსმენელს დროულად მიწვდეს – ეს კი მუსიკოსებისგან უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს. ქართველი მუსიკალური პროდიუსერი, ლუკა სოფრომაძე ამის ნათელი მაგალითია – ახალგაზრდა მუსიკოსს ბევრი შრომა დაჭირდა იმ ადგილამდე მისაღწევად სადაც ახლა იმყოფება – 100 000-მდე ყოველთვიურ მსმენელი ხომ შემთხვევით არ მისულა მის მუსიკამდე. მარკეტერი Lukasoprom-ს მის განვლილ გზაზე ესაუბრა:

ვინ არის LukaSoprom და რა კავშირი აქვს მას მუსიკასთან?

6 წლის ასაკიდან დავიწყე მუსიკასთან ურთიერთობა. თავდაპირველად სიმღერით , შემდეგ კი შევისწავლე სხვადასხვა საკრავები. დაახლოებით 7 წელია აქტიურად ვარ ჩართული კონკრეტულად EDM ში და ძირითადად ვაკეთებ Trap , Future Bass მიმართულებას, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით ჩვენს ქვეყანაში არ სარგებლობს, მაგრამ მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი წამყვანი და მოსმენადი ჟანრია.

მუსიკოსები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს შენს შემოქმედებაზე?

ჩემთვის N1 მუსიკოსი არის : Michael Jackson, ის ის საკუთარი საქმის უზომო პროფესიონალი იყო და თითოეულ მის ნამუშევარში იგრძნობა ძალიან დიდი ემოცია და მაღალი ხარისხი. კონკრეტულად Trap ჟანრში კი ჩემი გამორჩეული არტისტი არის TroyBoi, მას ძალიან ორიგინალური ხელწერა აქვს და არცერთ სხვა მუსიკოსს არ ჰგავს. სიმართლე გითხრათ ხშირად ყოფილან ეს არტისტები ჩემი ინსპირაციის წყაროც.

 

შენი აზრით რა ჭირდებათ ქართველ მუსიკოსებს რომ უფრო დიდ აუდიტორიაზე გავიდნენ?

პირველ რიგში შრომა ! არ უნდა დაზოგონ საკუთარი თავი , ყოველდღიურად უნდა გააუმჯობესონ ნამუშევრები, არ უნდა დანებდნენ – ესეც გასათვალისწინებელია ! უნდა იცოდნენ, თუ როგორ მიაწოდონ ნამუშევრები მსმენელს, მხოლოდ მუსიკის დაწერა ყველაფერი არ არის, მათ უნდა იცოდნენ მარკეტინგი , უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ლეიბლების და არხების შესახებ , უნდა ცდილობდნენ მაქსიმალურად დიდ კომპანიებთან თანამშრომლობას, ასევე დამფუძნებლებთან და გუნდის წევრებთან სოციალური ქსელებით ურთიერთობას. პირადად მე როდესაც გამოვაქვეყნე უცხოურ არხზე პირველი ჩანაწერები, მათ მხოლოდ 1000 გამომწერი ჰყავდათ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო, მაგრამ, შრომით შევძელი და დღეს უკვე მილიონიან აუდიტორიებზე ვმუშაობ.

ვინაიდან დღეს ტექნოლოგია ამის გაგების საშუალებას გვაძლევს, რომელ ქვეყანაში არიან შენი ძირითადი მსმენელები?

ძირითადად ამერიკაში, ასევე ბევრი მსმენელი მყავს ევროპის წამყვან ქვეყნებში მაგ: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ა.შ. Spotify-ის სტატისტიკით 100-ზე მეტ ქვეყანაში მყავს მსმენელი.

როგორია კომპოზიციაზე მუშაობის პროცესი? წინასწარ განსაზღვრული იდეის ტექნიკურ შესრულებას ცდილობ თუ თავად პროცესში გენერირდება და იხვეწება მუსიკალური იდეებიც?

ჩემს შემთხვევაში ყოველ პროექტზე მუშაობისას სხვადასხვანაირად ხდება, შეიძლება ქუჩაში მივდიოდე და მომაფიქრდეს მელოდია , გავხსნა ტელეფონი ჩავწერო ხმა და სახლში სრულყოფილი ტრეკი ავაწყო ამ პატარა იდეაზე . ასევე მიადვილდება და ამავდროულად უფრო მომწონს ახალი ფურცლიდან მელოდიის იმ მომენტში მოფიქრება და მასზე მუშაობა.

თანამედროვე სამყაროში, როცა უკვე ამდენი ადამიანი ცდილობს მუსიკის შექმნას მნიშვნელოვანია საკუთარი ჟღერადობის ქონა, რათა მოახერხო სხვებისგან დისტანცირება – როგორ ფიქრობ, რა სახასიათო ასპექტი აქვს შენს მუსიკას რომლითაც სხვებისგან გამოვარჩევთ?

რათქმაუნდა, მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი ხელწერა მქონდეს, არ ჰგავდეს სხვა მუსიკოსების ნამუშევარს. მაქვს განსხვავებული მიქსინგი & მასტერინგი , ასევე გამორჩეული ინსტრუმენტები და ისეთი პატარა ნიუანსები რომელიც არ შეგხვდებათ სხვა არტისტებთან და შეგიძლიათ ჩემს შემოქმედებაში ამოიცნოთ.

შენ გიმუშავია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ შემსრულებლებთან – რა განასხვავებს მათ თუნდაც მუსიკალურად ან საქმის მიმართ დამოკიდებულების მხრივ?

საქართველოში  ძალიან ბევრი ნიჭიერი და პროფესიონალი მუსიკოსი გვყავს. მე ყოველდღიურად ვხედავ, როგორ ვითარდება მათი ხარისხი და შემოქმედება. ვცდილობ ვიმუშაო იმ ქართველებთან ვისაც მუსიკა ნამდვილად უყვარს და უყურებს პროფესიონალურად. ბევრჯერ გამიგია ჩვენი ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე მყოფი მუსიკოსისგან „არაუშავს,მსმენელი მაინც ვერ მიხვდება“ და უამრავი არაპროფესიონალური დამოკიდებულება, რასაც უცხოელებთან არ შეხვდებით. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, იმიტომ რომ იციან – ამას მოაქვს შედეგი. ნამდვილად გვაქვს იმის რესურსი და ნიჭი რომ ვიყოთ მათ დონეზე და უკეთესებიც , რატომაც არა! უბრალოდ ამას სწორი მიდგომა, მუშაობა ჭირდება.

 

საკმაოდ აქტიურობ სტრიმინგ პლატფორმებზე – თითოეულ კომპოზიციას საკუთარი ვიზუალური გაფორმება აქვს და კარგად არის დალაგებული – შედეგად ყოველთვიურად 80 000-ზე მეტი მსმენელი გყავს, რაც ალბათ ქართული რეკორდია – რას ურჩევდი ქართველ არტისტებს ამ მიმართულებით?

მადლობა ესეთი შეფასებისთვის. ნამდვილად დიდ ყურადღებას ვუთმობ ვიზუალურ მხარეს, პირადად მე თუ მომეწონა ნებისმიერი მუსიკის Artwork აუცილებლად ვუსმენ მას, ეს მარკეტინგული ხრიკიც არის და სწორი მიდგომა ვიზუალური გაფორმების მხრივ. დიდი სურვილი მაქვს ყველა ქართველმა მუსიკოსმა ანალოგიური და უკეთესი გააკეთოს იმიტომ რომ მუსიკაში ვიზუალს ძალიან დიდი ადგილი უკავია.

რაც შეეხება სტატისტიკას , 150 ათასი მსმენელი იყო წინა თვეში ჩემი რეკორდი (საქართველოს რეკორდიც). სამწუხაროდ თებერვალში არ მქონდა დაგეგმილი ახალი ტრეკის გამოქვეყნება ამან კი კლებაზე იქონია გავლენა, საერთო ჯამში 2 მილიონ მომხმარებელს აქვს მოსმენილი ჩემი მუსიკა Spotify ზე. ასევე მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩემს ყველაზე ცნობილ ტრეკზე, სახელად “Wazzzap” რომელმაც საერთო ჯამში ყველა პლატფორმაზე 10 მილიონ სტრიმს მიაღწია .

 

რა არის შენი სამომავლო გეგმები? ვინაიდან უცხოურ მუსიკალურ ბაზარზე აქტიურად ხარ, ხომ არ აპირებ თუნდაც შტატებში წასვლას? თუ ფიქრობ რომ საქართველოშიც შეგიძლია შენი საქმის კარგად კეთება?                                                                                                          

გეგმებს რაც შეეხება , წელს მაქვს დაგეგმილი ბევრი ახალი ტრეკის გამოშვება წამყვან და ცნობილ ლეიბლებზე. 12 მარტს გამოდის ჩემი ახალი ტრეკი ლეიბლ “TRAP TOWN REC”-ზე, სახელად “Kratos” – პროექტში მონაწილეობს ქართველი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი Niko. ამ ლეიბლზე დარელიზებულმა  წინა საერთო ტრეკმა უკვე 400 ათასი სტრიმი დააგროვა Spotify-ზე.

დიდი სურვილი მაქვს დავუკრა საქართველოში (ასევე საზღვრებს გარეთ) ფესტივალებზე და დავდგა ისეთი შოუ, რაც ქართველ მსმენელს ხშირად არ უნახავს, იმედია მალე მომეცემა ამის შესაძლებლობა . სიმართლე გითხრათ საქართველოდან მუშაობა ცოტა რთულია , პირადად არ გაქვს შეხება იმ ხალხთან ვისთანაც მუშაობ და ისინი ვინც მუშაობს შენზე, მაგრამ მე ვცდილობ დავამსხვრიო სტერეოტიპი და ვიყო წარმატებული ჩვენი ქვეყნიდანაც.

ვფიქრობ ადრე თუ გვიან წავალ შტატებში, დავაგროვებ გამოცდილებას უფრო დიდ წარმატებას მივაღწევ და გავუზიარებ დამწყებ ქართველ მუსიკოსებს.

Follow Lukasoprom:

Facebook

Instagram

Youtube

Soundcloud

Spotify

 


Sandro Besta – “მინდა, მსმენელი უჯრედულ დონეზე მოვხიბლო და ჩემი ემოციები გავუზიარო”

საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, სათამაშო ბურთებს DHL-ის დრონი მიიტანს