„ლუკოილ-ჯორჯიასა“ და ქართველი მომხმარებლის მეგობრობის ისტორია 19 წელს ითვლის. „ლუკოილი“ ერთ-ერთი პირველი გლობალური ბრენდი იყო, რომელმაც 2000-იანების დასაწყისში, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, საქართველოს ბაზარზე ინვესტირება დაიწყო. თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა, „ლუკოილის“ ბრენდის ავტოგასამართი სადგურების ქსელმა კი, თითქმის, ყველა რეგიონი მოიცვა. დღეისთვის, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დროა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
„წლების წინ, სწორედ „ლუკოილ-ჯორჯია“ იყო პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, რომელმაც მომხმარებლებს ევრო5 სტანდარტის საწვავი წარუდგინა, დღეს კი „ლუკოილი“ აპირებს, მათ შესთავაზოს მეტი, ვიდრე, მხოლოდ, მაღალი ხარისხის საწვავი, ანუ შესთავაზოს კომფორტული მგზავრობა!“, – განაცხადა „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორმა მიხაილო ჯუროვიჩმა.
ამ მიზნით, 2021 წელს „ლუკოილმა“ მის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე მაღაზიათა ქსელის შექმნის მასშტაბური პროექტი წამოიწყო. დღეს მათი რაოდენობა უკვე 15-ს აღწევს. აქედან, 10 პირად ექსპლუატაციაში, ხოლო დანარჩენი იჯარით აქვს გაცემული. ასევე, კომპანიის 26 ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს გამაგრილებელი სასმლის შეძენა გარე სივრცეშივე შეუძლია. „ლუკოილ-ჯორჯიას“ ყველა მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც კაფეს პროდუქცია, ასევე „ნესტლეს“ ყავის სასმელების ფართო ასორტიმენტი.
„ჩვენ „ლუკოილის“ მომხმარებელს დროის დაზოგვას ვთავაზობთ: მომხმარებელს უკვე შეუძლია, შეავსოს საწვავი, ისარგებლოს სწრაფი კვების ობიექტით, შეიძინოს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი ან სხვა საჭირო ნივთი და ეს ყველაფერი გააკეთოს ერთ სივრცეში ისე, რომ არ მოცდეს მის ყოველდღიურ საზრუნავს. ჩვენ უკვე გავხსენით 15 ობიექტი, ქვეყნის მასშტაბით, რომელთა რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება,” – განაცხადა „ლუკოილ-ჯორჯიას“ დირექტორმა მიხაილო ჯუროვიჩმა.
„ლუკოილ-ჯორჯია“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე კორპორაციულ კლიენტებსაც ემსახურება. ამ დრომდე, აღნიშნული ფუნქცია, აუთსორს კომპანიას ებარა, რაც მომხმარებლების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებასა და სერვისის გაუმჯობესებას ართულებდა.
კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ ნავთობპროდუქტების გაყიდვების საკუთარი სისტემა ჩაუშვან. ახალი კორპორაციული ბარათი მათ მფლობელებს ბიზნეს საქმიანობის წარმოებას გაუმარტივებს, რადგან მათ წვდომა ექნებათ პირად კაბინეტზე, რომელიც კორპორაციულ კლიენტს შესაძლებლობას მისცემს, მართოს კომპანიის კუთვნილი ბარათები და აკონტროლონ საწვავის ხარჯები. რაც მთავარია, ბარათების მფლობელები ისარგებლებენ განსაკუთრებული პირობებითა და ყველა ტიპის საწვავზე 23 თეთრამდე ფასდაკლებით. ფასდაკლება დამოკიდებულია შენაძენის მოცულობაზე.
შემოდგომაზე, ფიზიკური პირებისთვის ლოიალობის სისტემის გააქტიურებაც იგეგმება, რომელიც მომხმარებელს მეტად მომგებიან პირობებს შესთავაზებს.
„ჩვენი მიზანია, კორპორაციული კლიენტებისათვის ავტომობილების საწვავით შევსების პროცესი მაქსიმალურად გავუმარტივოთ და შევთავაზოთ მათ საჭიროებებსა თუ ინტერესებზე სრულად მორგებული სერვისი. ცვლილებები ამ მიმართულებით აქ არ სრულდება – „ლუკოილი“ გეგმავს, საშემოდგომოდ, მომხმარებლებს ლოიალობის ბარათიც წარუდგინოს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისარგებლონ კიდევ უფრო მეტი პრივილეგიით“.
[პარტნიორის კონტენტი]