in

Luma-მ ვიდეოების გენერირების ახალი AI მოდელი გამოუშვა

veon
veon

Dream Machine-ის დანერგვით Luma Labs ინოვაციურ ნაბიჯს დგამს ინდუსტრიაში და მომხმარებლებს მარტივი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე მაღალი ხარისხის ვიდეოების შექმნას სთავაზობს. თანაც იმგვარი არქიტექტურითაა წარმოდგენილი, რომ ფიზიკურად ზუსტი, თანმიმდევრული და მოქმედებით დატვირთული სცენები შეუძლია, შემოგვთავაზოს. როგორც ამბობენ, ეს ნაბიჯი AI ტექნოლოგიაში რევოლუციას მოახდენს იმ გზებში, რომლითაც კომპანიები და კრეატორები ორიგინალი ვიდეოების შექმნაზე მუშაობენ.

Luma Labs აქამდე ცნობილი Genie-ის გენერაციული 3D მოდელით იყო, ახლა კი, როგორც ხედავთ, Dream Machine-ით AI ვიდეოების ინდუსტრიაშიც აბიჯებს. აღსანიშნავია, რომ ეს გამოშვება წინ უსწრებს OpenAI-ის Sora-ს AI მოდელის გამოშვებას. მართალია, სორა ძლიერ ინსტრუმენტად ითვლება ტექსტით ვიდეოების გენერირებისას, მაგრამ Dream Machine-ის ღია წვდომა საჯარო ტესტირებაზე მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. თანაც მომხმარებლები უკვე საუბრობენ მის შთამბეჭდავ შესაძლებლობებზე, რომლის ცდაც ამ ლინკზე გადასვლით თავადაც შეგიძლიათ.

La Gazzetta dello Sport Georgia-სა და SMH Sports-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც გულშემატკივრებისთვის ზაფხულის ყველაზე ცხელი ტურნირის გახალისებას ემსახურება!

9 ძველი ქართული რეკლამა, რომლებიც თავის დროზე ყველას გვიყვარდა