29
Nov
2019

ლუმენი – ივენთ მენეჯმენტის სააგენტო, რომელიც არასოდეს ჩერდება!

29 Nov 2019

განსხვავებული ხედვა, კრეატივი და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი – ეს ლუმენია. უკვე 10 წელზე მეტია ივენთ მენეჯმენტის სააგენტო ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ადგილობრივ თუ უცხოელ დამკვეთს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ლუმენის გზა იდეიდან შესრულებამდე საკმაოდ მრავალფეროვანი და ყველასთვის ყოველთვის დასამახსოვრებელია. არასტანდარტული სეტ-დიზაინი, მსოფლიოში აპრობირებული ტექნოლოგიები და აუდიო-ვიზუალური გადაწყვეტილებები – ივენთ კომპანია ლუმენის შესახებ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე მელქაძე საუბრობს.

ვინ არის ლუმენი და რამდენი ხანია ის ოპერირებს ქართულ ბაზარზე?

თუ ამ ყველაფერს ოფიციალური კუთხით შევხედავთ გეტყვით იმას, რომ ლუმენი ეს არის ე.წ ივენთ მენეჯმენტის სააგენტო, თუმცა სინამდვილეში კი ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელთაც თავიანთი საქმე უყვართ, საქმე რომელიც ღონისძიებების მოფიქრება, დაგეგმვა და მართვაა. კომპანია 2011 წელს დაფუძნდა, ხოლო „ლუმენის“ სახელწოდებით ბაზარზე ის უკვე 2016 წლიდან ოპერირებს.

როგორ შეარჩიეთ კომპანიის სახელწოდება?

„ლუმენი“ სინათლის ნაკადის საზომი ერთეულია, ფოტონების ერთობლიობა, სწორედ სინათლის ნაკადი არის ის, რაც ვიზუალურად ხილულს ქმნის ჩვენთვის სამყაროს და მისი მეშვეობით აღვიქვამთ ფერებს.

სინათლე  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია, ყველაზე სწრაფი. ის არასდროს ჩერდება და სულ მოძრაობაშია – ჩვენც სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სახელწოდება „ლუმენი“, ვცდილობთ მუდმივად განვვითარდეთ, ვისწავლოთ ახალი და ყოველთვის განვახორციელოთ  ინოვაციური პროექტები…

ლუმენის მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება დაუვიწყარი და რეზონანსულია, როგორ იგეგმება ივენთი?

დავიწყებ იქიდან, რომ ღონისძიების დაგეგმვა საკმაოდ კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. თავდაპირველად  ვსწავლობთ ბრენდს და პროდუქტს, რომელსაც აღნიშნული ღონისძიება ეხება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ე.წ ბრეინშტორმინგი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი გამორჩეული და უნიკალური იყოს  და, რაც მთავარია, ის უნდა ემსახურებოდეს ზუსტად იმ მიზანს, რომელიც ბრიფშია დამკვეთისგან მოცემული. თითოეული ღონისძიება ჩვენი გუნდისთვის დიდი გამოწვევაა, ლუმენის  უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არასდროს ვიმეორებთ სეტ-დიზაინს, მუსიკას და დეკორაციებს.

იდეის დამტკიცების შემდეგ იწყება მეორე, არანაკლებ საიტნერესო ეტაპი, როდესაც კონცეფცია ტექნიკურ გეგმად უნდა გარდაიქმნას – კონკრეტული ღონისძიებისთვის იქმნება ნახაზები, ვადგენთ სამუშაოების გრაფიკს და ბიუჯეტს.

პირადად ჩემთვის, ბოლო ეტაპი ყველაზე სასიამოვნო და დინამური პროცესია – ეს არის მომენტი, როდესაც ლუმენის მიერ ჩანაფიქრის განხორციელება და იდეის რეალობად გადაქცევა ხდება. საოცარი გრძნობაა, როდესაც უყურებ იმას, რაც ცოტა ხნის წინ მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

ღონისძიების ყველა ეტაპზე მთელი გუნდი  თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, მთლიანად იხარჯება იმისთვის, რომ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებული ემოცია აჩუქოს და წარუშლელი მოგონება დატოვოს მათ მეხსიერებაში.

რა მიმართულებით მუშაობს „ლუმენი“ ძირითადად?

როგორც უკვე აღვნიშნე, ღონისძიების დაგეგმვა ძალიან კომპლექსური პროცესია და ბევრ მიმართულებას მოიცავს. ჩვენ ყველა ამ მიმართულებას ვაერთიანებთ და კოორდინაციას ვუწევთ მას.

ლუმენი დამკვეთს ყოველთვის  ე.წ All-in-One სერვისს სთავაზობს – რაც იდეიდან შესრულებამდე უწყვეტ პროცესს გულისხმობს.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ „ლუმენის“ ღონისძიებები ყოველთვის გამოირჩევა არასტანდარტული სეტ-დიზაინით. ჩვენ ვცდილობთ აქტიურად გამოვიყენოთ მსოფლიოში აპრობირებილი ტექნოლოგიები და აუდიო-ვიზუალური გადაწყვეტილებები.

თქვენი, როგორც კომპანიის მთავარი უპირატესობა რაში მდგომარეობს?

ღონისძიების დაგეგმვისას ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობაა. სწორედ ძლიერი გუნდი არის ჩვენი მთავარი უპირატესობაც. ლუმენის ყველა თანამშრომელი  ორიენტირებულია მიიღოს საუკეთესი შედეგი.

ლუმენის ყველაზე გამორჩეული ღონისძიება!

ვფიქრობ, ყველა ღონისძიება თავისებურად გამორჩეულია, რთულია რომელიმე კონკრეტულის დასახელება:  გამორჩეულია 16 მეტრი სიმაღლის ვერტიკალური სცენა, რომელიც სპეციალურად სითი მოლი საბურთალოს გახსნის ღონისძიებისთვის შეიქმნა; გამორჩეულია პორშე 911-ის დროისა და სივრცის მარადიულობის ამსახველი აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია;  გამორჩეულია ჰაერში შეკიდული ეკრანები რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვიყენეთ; ასევე გამორჩეული იყო მაღალი ძაბვის შოუ ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე; იყო მეტროსადგურ “უნივერსიტეტის”  გახსნა და მრავალი სხვა, სწორედ ასეთია ლუმენის გამორჩეული ხედვა ქართული ივენთ მენეჯმენტის ბაზრის რეალობაში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა