მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე ბათუმში, რესტორან LUMI-ს პიარმენეჯერი გახდა.
მისი პირველივე თანამშრომლობა „კრეატივ ეპიზოდთან“ და რესტორან LUMI-სთან ქართველი მომღერლების საღამოების დაგეგმვითა და რესტორანში მოსული სტუმრებისთვის გემოვნებიანი მუსიკის შეთავაზებით დაიწყო.
კონცერტების დაგეგმვის დროს გადაწყდა, რომ გარემო, სამზარეულო და მუსიკა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, ტურისტული სეზონის განმავლობაში LUMI-ს სცენას ქართველი მომღერლები დაიკავებენ და მსმენელს კლასიკურ, დახვეწილსა და გამორჩეულ ქართულ სიმღერებს შესთავაზებენ.
მუსიკალური საღამოების განრიგი ასე გამოიყურება:
20 ივლისი – დათუნა სირბილაძე
21 ივლისი – ნინი ნუცუბიძე, გიორგი გიგაშვილი, კატო კვარაცხელია
24 ივლისი – ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე
26 ივლისი – ზვიად ბოლქვაძე და ბენდი
27 ივლისი – ლიზა ბაგრატიონი და შვიდკაცა.
[R]