19
Jun
2019

ინსტრუმენტი Lumi, რომელიც ფორტეპიანოზე დაკვრას გასწავლით

19 Jun 2019

veon
veon


შესაძლოა, გაქვთ სურვილი, თუმცა არ გაქვთ შესაბამისი დრო და ფინანსური რესურსი, იმისათვის, რომ ისწავლოთ ფორტეპიანოზე დაკვრა. ესეც რომ არა, სწავლის პროცესი არც ისე მარტივია და არც ისე გასართობი მნიშვნელობის მქონე. დღეს ტექნოლოგიური პროდუქტების სახით გვაქვს სხვადასხვა ტიპის ელექტრონული ინსტრუმენტი და მათ შორის ისეთები, რომლებიც ამა თუ იმ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას მარტივად შეგვასწავლიან. ასეთია ლონდონში დაფუძნებული სტარტაპის – Roli-ს ნაწარმი და მათ შორის, ახალი პროდუქტი – ინტერაქტიული კლავიატურა Lumi. მას შეუძლია ამა თუ იმ ნაწარმოების დაკვრა ფერადი ნათებით გასწავლოთ – შესაბამისი თანმიმდევრობით ინთება ის კლავიშები, რომელსაც უნდა დააჭიროთ. „ლუმის“ შეუძლია იყოს ერთოქტავიანი, ან მარტივი, ერთმანეთზე მიდების გზით იქცეს რამდენიმეოქტავიან ინსტრუმენტად (სრულყოფილ ფორტეპიანოდ). მისი კლავიშებიც ასეა მოწყობილი – Lumi-ზე როცა დაუკრავთ, გეგონებათ ტრადიციული ფორტეპიანოს კლავიშებს ეხებით.

Lumi-ს შესაქმნელად ლონდონში ხმის დიზაინერები, პროგრამისტები, მეცნიერები, ელექტრო ინჟინრები, დიზაინერები და მუსიკოსები გაერთიანდნენ. „კიკსტარტარტერზე“ მიღწეული წარმატების შემდეგ, ის ბაზარზე 2019 წლის ოქტომბერში გამოჩნდება და $249 ეღირება (ერთი ოქტავა).

 

განხილვა