15
Oct
2019

Apple-ის ჭკვიანი ჩაფხუტი – Lumos Matrix

15 Oct 2019

veon
veon


ურბანულ გარემოში გადაადილება, მათთვის, ვინც მობილობის ეკომეგობრულ და მოქნილ საშუალებას ირჩევს, ახალ გამოწვევებს აჩენს. მაგალითად, სკუტერებისა, თუ ველოსიპედების მძღოლებს ტრანსპორტის მართვისას დიდი სიფრთხილე მართებთ. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის გამოუშვა Apple-მა ჭკვიანი ჩაფხუტი, სახელად Lumos Matrix. ჩაფხუტი LED განათების პანელითაა აღჭურვილი და სწორედ მისი დახმარებით ხდის ქუჩაში გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს. მისი დახმარებით ავტომობილების მძღოლებს მცირე ტრანსპორტის მოძრაობის დანახვა გაუმარტივდებათ. განათების ჩართვა და მართვა Apple Watch-ის, ან მობილური აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ Lumos Matrix შესაძლოა გამოადგეთ არამხოლოდ ველოსიპედისტებსა და სკუტერის მძღოლებს, არამედ სკეიტბორდით, ან გორგოლაჭებით მოსიარულეებსაც. Lumos Matrix ბაზარზე 9 ოქტომბერს გამოჩნდა და ამჟამად, მხოლოდ თეთრი და შავი ფერის დიზაინითაა ხელმისაწვდომი. ჩაფხუტი 250 დოლარი ღირს.

განხილვა