in

ერთობა და გართობა ლუმოსური ელფერით მთაწმინდაზე

13 ივლისს მთაწმინდაზე, ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე, იოგა სტუდია ლუმოსის ახალი პროექტის — ერთობის — პირველი საზაფხულო ივენთი გაიმართება. ღონისძიებაზე დაგხვდებათ ჰოლისტიკური პრაქტიკები, შემეცნებითი ლექციები, საბავშვო აქტივობები, ვორქშოფები და ბევრი მუსიკა.

ლუმოსის ისტორია 8 წლის წინ, ერთი სავარჯიშო დარბაზით დაიწყო. ამჟამად კი ქალაქის შუაგულში, სიმწვანეში ჩაფლული ლუმოსის სტუდია ოთხ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სავარჯიშო სივრცეს აერთიანებს, სადაც რეგულარული კლასები ერთდროულად ტარდება. გარდა ამისა, ლუმოსში ხშირად შეხვდებით შემეცნებით, ტრანსფორმაციულ, თერაპიულ და გამამთლიანებელ პრაქტიკებსა და ვორქშოფებს, რომლებსაც უძღვებიან არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ინსტრუქტორები.

მრავალფეროვანი ფიზიკური და სულიერი პრაქტიკები მშვიდ და მყუდრო გარემოში მათთვისაა, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობასა და თვითშემეცნებაზე და ამით გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა სურს.

ლუმოსი საერთო ღირებულებებით გაერთიანებული ადამიანების ერთობაცაა, რომელსაც სწამს მზრუნველობის, მხარდაჭერის, სიყვარულის, მიმღებლობის, ნდობის, გაფართოებისა და მუდმივი ზრდის. წლების განმავლობაში ლუმოსის პრაქტიკოსების რაოდენობა მუდმივად იზრდება და 5000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

რა არის „ერთობა“?

თანამედროვე სამყაროს ყოველდღიური ცხოვრების ტემპი სულ უფრო ცოტა დროს გვიტოვებს საკუთარი თავისთვის, მოდუნებისთვის, შენელებისთვის, სიმშვიდის განცდისთვის, დაკვირვებისთვის. ამიტომ ერთად ყოფნა, ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამისათვის ლუმოსში დაიბადა ახალი პროექტი, სახელად „ერთობა“, რომელიც გააერთიანებს ივენთების სერიას ცის ქვეშ. 

„ერთობის“ პირველი საზაფხულო ივენთი ჩატარდება ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს, მთაწმინდის მთის ფერდობზე ველურ ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული. ლანდშაფტი და სივრცის ორგანიზება შესაძლებლობას გვაძლევს, ერთდროულად დავგეგმოთ რამდენიმე პრაქტიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სივრცეში ისე, რომ ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს. 

რა გველის „ერთობის“ პირველ ივენთზე?

მრავალფეროვანი გამაჯანსაღებელი, თერაპიული, მედიტაციური და თვითშემეცნებითი პრაქტიკები ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისა და თვითდაკვირვებისთვის. მშვიდი და უსაფრთხო სივრცე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, დასასვენებლად, ყოველდღიური ცხოვრებისგან მოსაწყვეტად, ახალი ადამიანების გასაცნობად, გასაზიარებლად, გასართობად, ცოცხალი მუსიკის მოსასმენად, საცეკვაოდ, ერთნაირობისა და, ამავდროულად, მრავალფეროვნების განსაცდელად.

აქტივობები თემატურად რამდენიმე ნაწილად იყოფა:

  • სხეულზე ორიენტირებული, რომელიც მოიცავს შემდეგ პრაქტიკებს: 5რიტმის ცეკვა, ციგუნი და ტაი ჩი, ზუმბა და ბოლივუდური ცეკვა, აფირმაცია და მედიტაცია ყურადღების გაფართოებისთვის, იოგას ვორქშოფი ზურგის ტკივილის მოსახსნელად, ცეკვა-თამაშ-მაიმუნობა, შიაცუ-იაპონური მასაჟი წყვილებისთვის, მარმა-იოგური გახურება დათვითმასაჟი.
  • თერაპიული პრაქტიკები შემდეგ აქტივობებს მოიცავს: ლეთერინგის ვორქშოფი, ორგანიზება და თვითშემეცნება ბულეტ ჟურნალით, ბგერითი თერაპია, ჩაის ცერემონია.
  • შემეცნებითი საუბრები: ჰოლისტიკური მიდგომა, შფოთვა და თანამედროვეობა.
  • მუსიკალურ-გასართობი: ანუშკა ჩხეიძე, 9eye, Rati
  • საბავშვო აქტივობები: ორიგამების გაკეთება, ხატვის წრე, საბავშვო და საოჯახო იოგა.

როგორია სივრცის განაწილება?

აქტივობები ერთდროულად ჩატარდება ოთხ სხვადასხვა სივრცეში, რომლებიც დამოუკიდებელია ერთმანეთისგან:

  • ოდა (დახურული სივრცე)
  • კოსმოსი (ღია სივრცე)
  • მთავარი სცენა (ღია სივრცე)
  • კაფეს სცენა (ღია სივრცე)

პრაქტიკებს გაუძღვებიან ლუმოსის როგორც რეგულარული კლასების ინსტრუქტორები, ასევე მოწვეული სტუმრები, რომლებიც ლუმოსში პერიოდულად მართავენ ვორქშოფებსა და თემატურ ივენთებს.

ივენთის ბმული.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

[R]

„ვინილის ქარხანა“ იმერსიულ გამოფენას მასპინძლობს

ათასწლეულის გამოწვევის კონკურსის ფინალისტები შვეიცარიიდან დაბრუნდნენ