13 ივნისს, Luna Flowers (მაქსიმე მაჩაიძე) თავის პირველ ინგლისურენოვან ალბომს წარადგენს. “Temple Pharmacy”, რომელის მუსიკალურ მხარეზეც Sabana-მ იმუშავა, 13 ტრეკისგან შედგება და თბილისის ქუჩებში სპირიტუალურ მოგზაურობას ჰგავს. ალბომი უფრო ფართო შემოქმედებითი სამყაროს ნაწილია, სადაც მუსიკალური ფორმების გარდა, გაერთიანებულია 7000-მდე NFT ავატარი, ტანსაცმლისა და სამკაულების ხაზი და მზარდი გლობალური კომუნა.
„Temple Pharmacy“ ეს არის პორტალი პოსტ-სამოქალაქო სამყაროში Lulax. მხატვრულ თუ რეალურ სამყაროებს შორის კავშირით, “Temple Pharmacy” ეცდება მოყვეს ისტორიები კომიქსების, ანიმაციების, ტანსაცმლის, წიგნებისა და მერჩის სხვა მედიუმების მეშვეობით, რომლის მთავარი ნაწილი კი NFT ავატრების კოლექციები იქნება, რათა ტოკენების მფლობელებს, ლიმიტირებულ კოლექციებზე პირველადი წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ალბომის გამოშვებასთან ერთად, ივნისში ხელმისაწვდომი იქნება 4 ნაწილიანი აუდიო პოდკასტების სერია ალბომისა და Luna Flowers-ის პროექტის შესახებ, რომელიც ჟურნალისტმა ლაიამ ალდოუსმა მასთან 2021 წლიდან ჩაწერა.