in

LUNAR 1969-ის საათი მთვარის ფრაგმენტს შეიცავს!

მას კოსმოსშიც კი უმოგზაურია…

LUNAR 1969 — ეს არის საათი, რომელიც მთვარის ფრაგმენტს შეიცავს, კოსმოსში მოგზაურობს, შემდეგ კი მაჯაზე ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. მეტიც, იგი მთვარის მისიის Apollo 11-ის პატივსაცემად შეიქმნა. საათის მასიურ ციფერბლატზე გამოსახულ მთვარეზე დროის შემოწმება კი კოსმოსში გახედვის ტოლფასია…

LUNAR 1969-ზე აპოლოს მისიის კოორდინატებიც არის გამოსახული, მთვარის მეტეორის პატარა ქვა კი, რომელიც დედამიწას ათასობით წლის წინ დაეჯახა, 12 საათის პოზიციაზეა მოთავსებული, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება — თუ საათს ამოაბრუნებთ, ნილ არმსტრონგის პირველი ნაბიჯის ნაკვალევს დაინახავთ. ამ საათის ავტორი კი Col&MacArthur-ია, რომელიც გარდა იმისა, რომ ახლა ნამდვილ კოსმოსურ საათს გვთავაზობს, სამეფო გვარდიასაც ემსახურებოდა. კონკრეტულად კი იგი საათებს დედოფალ ელისაბედ II-სთვის ამზადებდა. 

ალბათ, თქვენი ყურადღება კოსმოსში მოგზაურობის ამბავმა მიიპყრო… დიახ, იმისათვის, რომ თქვენი საათი კოსმოსური გახდეს სხვა პლანეტებთან უნდა გაგზავნოთ, რაც 500 ევროდ ფასობს. ხოლო, თუ ამის ვიდეოჩანაწერიც გსურთ, მაშინ ფრენის პრემიუმ პაკეტის აღება და 1 555 ევროს გადახდა მოგიწევთ. 

  

ნახეთ: ტონი მეივისენის ჯადოსნური სამყარო

IDS ბორჯომი საქართველო Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!