26
Mar
2019

როგორ გადავახტეთ საცობს და დავძლიოთ გრავიტაცია – მოწყობილობა Lunavity

26 Mar 2019

veon
veon


Alta
Alta


წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ გადახტეთ ქუჩის ერთი კუთხიდან მეორეში, ისე, რომ ზებრას არ შეეხოთ. ხოლო დედამიწაზე გადაადგილება ისე რომ შეძლოთ, თითქოს მთვარეზე ხართ, სუსტი გრავიტაციის პირობებში…

ამის შესაძლებლობას ტოკიოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი მოყწყობილობა – Lunavity იძლევა. ტანზე მოსარგები მოწყობილობის კონცეპტი შესაძლოა მომავლის ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს.

სტუდენტების თქმით, მოწყობილობა საშუალებას იძლევა ადამიმანებმა ახალი უნარები შეიძინონ, გაჩნდეს სპორტის ახალი სახეობაც კი და მეტიც, Lunavity ჩაანაცვლებს ეტლს შშმ პირებისთვის.

ზურგზე მოსაკიდებელი მოწყობილობა კონტროლირებად ტურბინებს მოიცავს, რომელიც თავის მხრივ, დრონს უერთდება. მოწყობილობის მართვა მარტივი მოძრაობით შეიძლება.

განხილვა