in

ახალი AI გენერატორი საჭმლის მხატვრულ კადრებს ქმნის

ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ჩეთბოტებისა და სურათების შემქმნელების არეალს იპყრობს, უკვე თითქმის ყოველკვირეულად ახალ-ახალი ინსტრუმენტი ჩნდება. ამის შედეგია Lunchbox, რომელიც OpenAI-ის DALL-E-ზე დაფუძნებულ სისტემას იყენებს — მისი მიზანია, რესტორნებსა და ბარებს დაეხმაროს ვიზუალური კონტენტის მარტივად შექმნა-მიწოდებაში.

რა თქმა უნდა, ფოტოებს დიდი გავლენა აქვს მენიუს დათვალიერებისას. მაგალითად, სტატისტიკურად, იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც მენიუში ფოტოები ახლავს თან, 70%-ით ხშირად უკვეთავენ. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიაზე მოთხოვნაც დიდი უნდა იყოს — მით უმეტეს, ამჟამად ტექსტიდან სურათზე გადამყვანი გენერატორი სრულია უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გამოყენება. ამისათვის მხოლოდ სამი პარამეტრის შეყვანაა საჭირო: საკვების აღწერა, სურვილისამებრ ფონი და გამოსახულების სტილი.

გარდა თავად საკვების ფოტოებისა, მომხმარებლებს შეუძლიათ, Lunchbox-ს ისეთი კადრების შექმნა სთხოვონ, სადაც ადამიანები კონკრეტულ პროდუქტს მიირთმევენ. ამასთან, შესაძლებელია სტილის იმის მიხედვით შეცვლა, როგორიცაა აიფონის ფოტოები ან ანიმაციური და ფილმის კადრები.

თუმცა, როგორც PetaPixel აღნიშნავს, ყველა მომხმარებელს არ შეუძლია AI-ით გენერირებული სურათების გამოყენება. ადრე Wendy’s და Burger King სასამართლოში მოხვდნენ იმ პროდუქტების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც სურათებში უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო.

ჯეიმს ვების ტელესკოპმა სატურნის მსგავსი რგოლების მქონე ობიექტი დააფიქსირა

რა მოგწონთ თქვენს სამსახურში?