in

„ლანჩობას“ 2020 და ახალი პროდუქტი

გამარჯობა, დიდი ხანია არ გვისაუბრია, არადა მოსაყოლი ბევრი დაგვიგროვდა. ცოტა ხნის წინ, განვიხილავდით განვლილ წელს და მოგვინდა, თქვენთვისაც გაგვეზიარებინა „ოცი-ოცში“ თავსგადახდენილი ამბები.

სანამ უფრო სერიოზულ საკითხებზე გადავალთ, გვინდა ჩვენი სტატისტიკური ლაბორატორიის რამდენიმე დაკვირვება გაგაცნოთ:

თავბრუდამხვევი 2020-ის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს მივუტანეთ:

  • 1750 ლიტრი კომპოტი, რაც ღვინო რომ იყოს, 250-კაციან ქართულ ქორწილს მთელი 7 დღის განმავლობაში ეყოფოდა
  • 9800 ცალი სოუსი, რომელთა კონტეინერები ერთმანეთზე რომ დავალაგოთ, სიმაღლით, თითქმის, ორი ანძის ხელა იქნება
  • 3053 ვრეპი, რომელთა ლავაშების ჯამური ფართობით 16 140 პირბადეს შევკერავდით
  • 75 კილომეტრი პასტა, რაც ვატიკანს 23-ჯერ შემოერტყმებოდა გარს
  • ჯამში კი 11.6 ტონა საკვები, რაც იმხელა რაოდენობაა, არც კი ვიცით, რას შევადაროთ

ეს რიცხვები კი მართლაც წარმოუდგენელი შედეგია გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ერთი მხრივ, „ლანჩობა“ ოფისებს ჯანმრთელი „ლანჩით“ ამარაგებს, მეორე მხრივ კი – გასული წელს ყველგან პანდემია მძვინვარებდა და ოფისები დაიხურა. ცოტა იდენტობის კრიზისი დაგვემართა.

მარტში, როცა ამ გლობალურმა ალიაქოთმა საქართველოშიც მოაღწია, „ლანჩობის“ ბედი ცოტა არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოფისებმა სახლში გადაინაცვლა და ჩვენც ჩვენთვის უცნაური გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია – „ვოლტსა“ და „გლოვოზე“ დავემატეთ და ამ ყველაფერს კოხტა ვიდეოც მივუძღვენით.

ამ ტრანსფორმაციამ ჩვენი „ლანჩ ბოქსების“ ცვლილებაც გამოიწვია – ჩვენს მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად წინა ცხოვრების კერძები გადავასხვანაირეთ და სახლის ოფისის კონცეფციას მოვარგეთ. ამ თავდაუზოგავმა მცდელობამ, გვეზრუნა ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელ ლანჩზე, საკმაოდ ლამაზი შედეგი გამოიღო და გულთბილი სიტყვებიც დავიმსახურეთ, რომელთა ყოველ ჯერზე წაკითხვა თავიდან გვიხარებს გულს:

ყველაფრისგან სტატისტიკის გაკეთება შეიძლება? რატომაც არა:

„ფიდბექებს“ დიდი როლი აქვთ ჩვენი ბიზნესის განვითარებაში – ვითვალისწინებთ ყველა რჩევას, შენიშვნას, შექებას. ვატარებთ ინტერვიუებს ჩვენს მომხმარებლებთან და გამოგვაქვს დასკვნები იმაზე, რა უნდა შევცვალოთ, რა უნდა შევქმნათ და ა.შ.
2020-ში Მომხმარებლის მიერ დატოვებულ ფიდბექებში ყველაზე ხშირად შემდეგი სიტყვები გვხვდებოდა:

ბოლოდროინდელმა არაერთმა უკუკავშირმა და ჩვენმა პირადმა გამოცდილებამაც აჩვენა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო ადამიანები სახლიდან მუშაობაზე გადავიდნენ, ყოველდღიური „ლანჩის“ პრობლემა ისევ აქვთ – მუშაობა და პარალელურად, მთელი ოჯახის სადილზე ზრუნვა ურთულესი საქმიანობაა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შევქმნათ ახალი პროდუქტი – ჯანსაღი, სრულყოფილი და სახლური სადილი სახლიდან მომუშავეთა მთელი ოჯახებისთვის, კიდევ უფრო გაზრდილი პორციებით, მრავალფეროვანი მენიუთი და ტრადიციულად ჯანმრთელი ინგრედიენტებით. ეს ყველაფერი კი სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.

ყველას, მიუხედავად იმისა, ოფისებიდან გვიცნობთ თუ მიტანის სერვისებიდან, გპირდებით, რომ ბევრად უკეთეს და მშვიდ 2021-ში ისევ შევხვდებით ერთმანეთს ოფისებში.

Ხოლო თქვენ, ვინც ახლა პირველად გაიგეთ „ლანჩობის“ შესახებ, „ლანჩობა“ არის მობილური აპლიკაცია, ოფისების ციფრული კაფეტერია ჯანმრთელი, ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი მენიუთი.

წარმოიდგინე, რომ ყოველდღე გაქვს არჩევანი 6 მსუყე „ლანჩ ბოქსს“ შორის, რომელთა ფასი 7-12 ლარამდე მერყეობს და შენი შეკვეთაც, კვირის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს მოდის შენს ოფისში.

“ლანჩობაში” მთელი ოფისის ჩასართავად, გვეწვიეთ ჩვენს ვებგვერდზე და შეავსეთ საკონტაქტო ფორმა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ჩამოსხმული წყლის ჩინელი მაგნატი მსოფლიოს მე-6 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

West Mood – პირველი ათ შრიანი პირბადე, რომელშიც თავისუფლად სუნთქავთ