in

3D ტექნოლოგიას სახლების ასაშენებლად იყენებენ

ცოტა ხნის წინ გერმანიაში 3D ტექნოლოგიის გამოყენებით საცხოვრებელი კორპუსი შექმნეს, რაც ინდუსტრიაში ნამდვილად ინოვაციური ნაბიჯი იყო. თანაც გარდა ტექნოლოგიური წინსვლისა, მსგავსი შესაძლებლობა რეალურად არსებულ პრობლემებს ჭრის — გაეროს განცხადების თანახმად, მსოფლიო უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ვარაუდობენ, მშენებლებს ყოველდღიურად 96 000 ახალი სახლის აშენება დასჭირდებათ, რათა დაახლოებით სამი მილიარდი ადამიანისთვის შეიქმნას საცხოვრებელი.

სწორედ ამის ფონზე ჩნდება 3D ტექნოლოგია, როგორც პოტენციური გადაწყვეტა. ამ მეთოდის მთავარი პრინციპი ხარჯების შემცირებასა და რთული სამშენებლო პროცესის დაჩქარებას, ავტომატიზაციას უკავშირდება. ამ ეტაპზე Lünen-ის სახელით ცნობილი ნაგებობა პირველია ევროპაში, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით აშენდა, როგორც სოციალური საცხოვრებელი კორპუსი.

სახლი სამ სართულს აერთიანებს, თითოეულზე კი ორი ბინაა განთავსებული. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, პირველი ორი სართული ზემოხსენებული 3D-ს გამოყენებითაა შექმნილი; ხოლო ბოლო, მესამე სართულისთვის ხის ჰიბრიდული მშენებლობის მეთოდი გამოიყენეს. რაც შეეხება საძირკველსა და ფილიგრანულ ფილებს, ამ შემთხვევაში ტრადიციული სამშენებლო ტექნიკა გამოიყენეს.

„ლუნენის პიონერული პროექტით ვაჩვენებთ, რომ საჯარო საცხოვრებლების აშენება სწრაფად, თანამედროვე სტანდარტებსა და მდგრად განვითარებაზე მორგებულად შეიძლება. თუნდაც ასეთ რთულ პერიოდში“, — აღნიშნავენ პროექტის ავტორები.

Minecraft-ის უსასრულო სამყარო და მისი წარმატების ისტორია

როგორ შევქმნათ „ტატუს ღირსი“ ბრენდი?!