in

„ლურჯი ოკეანე“ Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

27 ნოემბერს, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსი თბილისში Spotlight 2022-ს უმასპინძლებს. პანდემიური პაუზის შემდეგ, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული ზარზეიმით ბრუნდება, კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებით. მთელი დღის მანძილზე, 700 სტუმარი შეძლებს დაესწროს მასტერკლასებს, ვორკშოპებს, ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. წლევანდელი Spotlight-ის მთავარი თემაა „ცდა“. ღონისძიების მხარდამჭერებს შორისაა პროექტი „ლურჯი ოკეანე“. Spotlight-თან მეგობრობაზეგამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე გვესაუბრა.

M: თქვენი შეფასებით, რა ღირებულება შექმნა სფოთლაითმა ქართული მარკეტინგის სამყაროსთვის?

ზოგადად, ნებისმიერი ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებები, რომელზეც სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან, ცვლიან იდეებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, მსჯელობენ შესაძლებლობებზე. ასეთ დროს, ერთი კონკრეტული საკითხის სხვადასხვა ასპექტითა და პერსპექტივით განხილვა ხდება, რაც მარკეტერს იმის საშუალებას გაძლევს, რომ ახლებურად შეხედო თუნდაც რომელიმე გამოწვევას. ხანდახან ეს არის კარგად ნაცნობი, მაგრამ დავიწყებული თემის გახსენება, საშუალებას გაძლევს იფიქრო განსხვავებულად და შეცვალო ან განაახლო მიდგომები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში სფოთლაითზე გაჟღერებული არაერთი თემა იძლევა განვითარებისა და უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად

აქვე დავამატებ, რომ სფოთლაითის პლატფორმა წლის განმავლობასი სფეროში განვითარებული მოვლენების ერთგვარი შეჯამება და იმავდროულად მომავალი წლისთვის ახალი ინსპირაციით, შთაგონებითა და იდეებით დამუხტვის საშუალებაამნიშვნელოვანია სფეროს ამდენი წარმომადგენლის შეკრებილი, კავშირების გაცვლა და ძველ მეგობრებთან შეხვედრა

M: არაერთი წელია, ამ ღონისძიებას ადევნებთ თვალს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების ხელშეწყობა?

ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, სტაბილურობის განცდაა. მიხარია, რომ სფოთლაითი ის პროექტია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. „ლურჯი ოკეანის“ ბევრ წიგნში განხილულია პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის სისტემურად დავალებების შესრულების საკითხი. იმისთვის, რომ მივიღოთ პოზიტიური ცვლილებები, პროგრესი და წინსვლა უმნიშვნელოვანესია უწყვეტ რეჟიმში შევასრულოთ ისინი. მცირე ნაბიჯებს დიდი ცვლილებები მოჰყვება. სფოთლაითის ერთერთი შეხვედრის თემა ,,ერთიანობისსაკითხი იყო. მჯერა, რომ კარგი იდეის გარშემო გაერთიანებას, თანადგომასა და მხარდაჭერას პოზიტიური შედეგები მოჰყვება

M: თქვენთვის რითაა საინტერესო სფოთლაითის მხარდაჭერა?

პროექტ „ლურჯი ოკეანის“ იდეა ემსახურება მკითხველისთვის ქართულ ენაზე ისეთი ლიტერატურის შეთავაზებას, რომელიც ბიზნესსა და თვითგანვითარებას ეხება. წლევანდელი სფოთლაითის თემაცდა“ ზუსტად ეხმიანებალურჯი ოკეანის“ სტრატგეგიულ ხედვას. ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა, პირველი ცდა  და მცდელობა დაიწყო სტარტაპი, სცადო და განავითარო ბიზნესი, სცადო იყო უკეთესად, სცადო იფიქრო პოზიტიურად

 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი.

ასე დაიწყო Spotlight 2022-ისა და „ექიმოს“ მეგობრობა!

ჯეიმს ვების ტელესკოპმა „ახალშობილი ვარსკვლავი“ დააფიქსირა