ცოტა დრო რჩება Spotlight Tech-მდე, რომელიც ორი დღის განმავლობაში ასეულობით სტუმარს გააერთიანებს ტექნოლოგიების გარშემო. ღონისძიების მთავარი თემაა „გაკვეთილები“. ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. 2018 წელს, პირველად ჩატარდა Spotlight Tech, რომელიც ტექნოლოგიებს მიეძღვნა. ტრადიციულად, სფოთლაითის მხარდამჭერებს შორისაა „ლურჯი ოკეანე“. სფოთლაითთან მეგობრობაზე „ლურჯი ოკეანის“ ხელმძღვანელი თამთა ჯაფარაშვილი გვესაუბრა.
M: არაერთი წელია, რაც ღონისძიების მხარდამჭერი ხართ. როგორ შეაფასებთ ამდენხნიან მეგობრობას სფოთლაითთან?
ზოგადად, ვთვლი, რომ ადამიანებსა და ბრენდებს შორის გრძელვადიან და წარმატებულ თანამშრომლობას ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს: ხედვისა და ღირებულებების თანხვედრა და მუდმივი განვითარება სწრაფადცვალებადი ბიზნესგარემოს პირობებში. „ლურჯი ოკეანის“ არსებობის მიზეზი ადამიანებისა და გუნდების იმ ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვაა, რომელიც მათ საკუთარი თავის შეცნობაში, ბალანსის მიღწევასა და კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარება. შესაბამისად, ჩვენთვის სფოთლაითთან მეგობრობა ჩვენი მისიის რეალიზების ერთ-ერთი საუკეთესო და ეფექტიანი გზაა.
M: როგორია გამოცდილება და ემოციები, რაც თქვენთვის სფოთლაითს უკავშირდება?
სფოთლაითი ასოცირდება სიახლესთან, ინსპირაციასთან, გამოცდილების გაზიარებასა და გადააზრებასთან. ეს არის პლატფორმა, რომელიც თანაბრად ღია და მიმზიდველია როგორც ახალი სახეებისთვის, ისე ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისთვის. სფოთლაითი გვაძლევს გავკვეთილებს, შთაგვაგონებს რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ, ქმნის მემკვიდრეობას და ყოველთვის ეხმიანება ახალ დროს. ამის კარგი მაგალითია ღონისძიების კონცეფციის გაფართოება და დამოუკიდებელი სფოთლაითის ორგანიზება ტექ თემების გარშემო. შარშანდელი ივენთი ამ მიმართულებით პიონერი იყო. თუმცა, ინიციატივის წარმატებაზე ორდღიანი ღონისძიება და ადამიანებისა და ბრენდების მხარდაჭერაც მეტყველებს.
M: ამჯერად, სფოთლაითი ტექნოლოგიების მიმართულებით ტარდება, ხოლო მთავარი თემაა „გაკვეთილები“. როგორია თქვენი მოლოდინები, როგორი გაკვეთილების გაზიარებას ელით ღონისძიებაზე?
ტექნოლოგიური განვითარება და ამ მიმართულებით უახლეს ინფორმაციებზე წვდომა თანამედროვე ბიზნესსამყაროში წარმატების ახალ ვალუტად იქცა. შესაბამისად, თემის მიმართ ინტერესი და მეტის გაგების საჭიროება დიდია. ჩემთვის, როგორც გამომცემლისთვის, მნიშვნელოვანია გავიგო კონკრეტულად რა მიმართულებებია უფრო აქტუალური და ქართველ მკითხველს შესაბამისი უახლესი მსოფლიო ბესტსელერი ბიზნეს/ტექ-ლიტერატურა შევთავაზო მშობლიურ ენაზე.
ღონისძიების ვიზიტორები ნეთვორქინგ სივრცეში „ლურჯი ოკეანის“ წიგნების შეძენას ფასდაკლებით შეძლებენ. ასევე, ყველა სტუმარს ერთთვიან, 40%-იან ფასდაკლების ვაუჩერს გადავცემთ. გაგვიხარდება, თუ ადგილზე მათ უკუკავშირს და შეფასებასაც მოვისმენთ და ახალ „გაკვეთილებს“ მივიღებთ, გაკვეთილებს, რომლებიც არასოდეს დაგვავიწყდება.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT.