in

„ლურჯი ოკეანე“ Spotlight Tech-ის მხარდამჭერია!

„ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, Spotlight Tech ბრუნდება! სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული კვლავ ჩატარდება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების მხარდამჭერია „ლურჯი ოკეანე“, რომელსაც სფოთლაითთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. Spotlight-ისა და „ლურჯი ოკეანის“ ხანგრძლივ მეგობრობაზე, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ხელმძღვანელი თამთა ჯაფარაშვილი გვესაუბრა.

M: როგორ შთაბეჭდილებებს ელით წლევანდელი სფოთლაითისგან?

ღონისძიების სათაურიდან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს, რომ პანელური დისკუსიებისა და მასტერკლასების ძირითადი ფოკუსი ტექნოლოგიურ სიახლეებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის როლზე, პოტენციალსა და გამოწვევებზე იქნება. ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) პარტნიორობით, სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული წიგნების სერია AI Books დავიწყეთ. სიმბოლურია, რომ სერიის მეორე წიგნის თემა „ფინანსური ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი“ (Fintech and Blockchain) და გამოსვლის თარიღიც სფოთლაითის თემას ეხმიანება და ღონისძიების ჩატარების თარიღს ემთხვევა.

M: რა ღირებულება შექმნა სფოთლაითმა სფეროში, ამ წლების მანძილზე?

სფოთლაითი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროს და იქცა წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნესმოვლენად, რომელიც გაფიქრებს შენს გადაწყვეტილებებზე, გაძლევს ინსპირაციას და სტიმულს, რომ მოვლენებს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედო, ჩარჩოებს მიღმა იფიქრო, ცადო რაღაც ახალი, განვითარდე და განავითარო.

სფოთლაითმა გააჩინა სივრცე იდეების, ცოდნებისა და გამოცდილებების გასაზიარებლად, ახალი საქმიანი კავშირების დასამყარებლად. თემებისა და სპიკერების აქტუალურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ესაა პროექტი, რომელსაც, ერთი მხრივ, სიახლეების პულსზე უდევს ხელი, ხოლო მეორე მხრივ, ცვლის არსებულ ნარატივს და შენც მოგიწოდებს შექმნა რაღაც ახალი.

M:  თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

„ლურჯი ოკეანის“ მთავარი მისია ქვეყანაში ბიზნესგანათლების ხელშეწყობაა. შესაბამისად, ჩვენს პირდაპირ მოვალეობად მიგვაჩნია მხარი დავუჭიროთ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გვთავაზობს სიახლეს, შთაგონებას და ღირებული იდეების გავრცელების შესაძლებლობას. ვთვლი, რომ სფოთლაითი თავისი არსითა და მისიით, ისევე როგორც წლევანდელი თემით, „ახალი დროა“, ძალიან ახლოსაა „ლურჯი ოკეანის“ სტრატეგიულ ხედვასთან – ბიზნესი, ცხოვრება, ურთიერთობები დავინახოთ როგორც უსასრულო თამაში და არა როგორც კონკურენცია, დავეხმაროთ ადამიანებს შეიძინონ თანამედროვე სწრაფადცვალებად ბიზნესსამყაროში წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები, შთავაგონოთ, შექმნან ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით… 

 

ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

ბილეთები 1-ლი მაისიდან გაიყიდება, tkt.ge-ზე.

Microsoft Designer-ის ოფიციალურ გაშვებამდე სულ ცოტა დრო რჩება!

სვანეთის რეგიონი მსოფლიო ტურიზმის რუკაზე ადგილს იმკვიდრებს!