14
Apr
2016

“ლუშნუ” – სვანური მარილი, რომელიც ექსპორტზე გასვლას გეგმავს !

14 Apr 2016

Startauperi
Startauperi


სვანური მარილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მამა-შვილისთვის ბიზნეს იდეად იქცა. მათი საწარმო მესტიაშია განთავსებული და ამ ეტაპზე, მისი აღჭურვა მიმდინარეობს.  უახლოეს მომავალში კი სვანური მარილის რეალიზაცია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე დაიწყება.

ამ თემასთან დაკავშირებით მარკეტერი კომპანია Lushnu-ს დამფუძნებელსა და დირექტორს, სანდრო გოშთელიანს ესაუბრა.

lushu1M: რატომ გადაწყვიტეთ სვანური მარილის წარმოება ბიზნესად გექციათ ?

მოგეხსენებათ, სვანური მარილი უძველესი დროიდან იწარმოება სვანეთში. სულ ცოტა ხნის წინ მას კულტურული ძეგლის მნიშვნელობაც კი მიანიჭეს. ჩემი და მამაჩემის იდეის ნაყოფია სვანური მარილის რეალიზაცია. თავიდან დავიწყეთ საცდელი წარმოება, რის საფუძველზეც გადავწყვიტეთ სტანდარტიზებულ წარმოებაზე გადასვლა.

M: რა ეტაპები გაიარეთ ბიზნესის დასაწყებად ? 

საწარმო განვათავსეთ მესტიაში, შემდეგ შევიძინეთ დაახლოებით 45–50 ათასი ლარის დანადგარები და წვრილმანი მასალები, რომელიც უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ, რადგან საქართველოში მისი შეძენა არ ხერხდება. ამ ეტაპზე,  ვახორციელებთ საწარმოს კეთილმოწყობას.

M: როგორ შეირჩა სახელი და ლოგო ? 

ლუშნუ სვანურ ენაზე ნიშნავს “სვანურს”. ლოგო სვანეთის მთებიდან გამომდინარე შევარჩიეთ.

lushu2M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ? 

ჩვენ მარილს უძველესი ტრადიციით და რეცეპტით ვაწარმოებთ, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას და გემოს აძლევს. რაც ყველაზე მთავარია- ხარისხი უპირველეს ყოვლისა.

M: როგორია დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან ?

დაინტერესება არის ძალიან მაღალი და ვცდილობთ ძალიან მალე მოვრჩეთ ძირითად სამუშაოებს, რომ გავახაროთ სვანური მარილის მოყვარული ადამიანები და უფრო გემრიელი გავხადოთ მათი კერძები. უახლოეს ერთ  თვეში შევეცდებით ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

უახლოეს მომავალში გეგმაში გვაქვს სვანური მარილის ექსპორტზე გატანა სხვადასხვა ქვეყანაში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი შესანიშნავად განვითარდება.



განხილვა