in

„არომატეკაში“ დაბადების დღეს აღნიშნავენ – „მიიღე ფასდაკლებები და საჩუქრები ყველაზე სრულყოფილ და სურნელოვან სამყაროში“

„ლუტეციას“ ზაფხულის ცხელი კვირის ფარგლებში თავბრუდამხვევი სიურპრიზების სია უსასრულოა. ერთ-ერთი კი „არომატეკას“ დაბადების დღესთან დაკავშირებული სილამაზის დღეებია.

„არომატეკა“ დაბადების დღის აღსანიშნად, მომხმარებელს მშვენიერების, სრულყოფილებით სავსე და ყველაზე სურნელოვან დღესასწაულს უმზადებს – „ნიშ-პარფიუმერიის“ ყველაზე არომატული ბუტიკი მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველ პარასკევს და შაბათს, ადამიანებს შერჩეულ პროდუქტებზე ფასდაკლებას სთავაზობდა. ზაფხულის დღეების იდეალური დასრულება კი დაბადების დღე და „ლუტეცია ჯგუფთან“ ერთად მომხმარებლისთვის  სპეციალური შეთავაზება იქნება.

„არომატეკას“ დაბადების დღესთან დაკავშირებით,  ვაუჩერები, საჩუქრები და ფასდაკლებები გელოდებათ.

სიურპრიზებით სავსე ცხელი დღეები ერთი კვირის განმავლობაში, 24 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

რას გულისხმობს სიურპრიზები?

„არომატეკაში“ დახარჯულ  ყოველ 200 ლარზე მიიღებთ 50-ლარიან ვაუჩერს და პლუს, ისარგებლებთ 10, 20 და 30%-იანი ფასდაკლებებით.

შეგიძლიათ, დაბადების დღის აღსანიშნ ზაფხულის ცხელ დღეებს მაღაზიაში უშუალოდ შეუერთდეთ და ადგილზე შეარჩიოთ სასურველი პროდუქტი. თუ მისვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ, „ონლაინ“ იშოპინგოთ, სასურველ პროდუქტს, საქართველოს ნებისმიერ ადგილას მოგიტანენ.

პროდუქტის შერჩევა შეგიძლიათ „ონლაინ“ კატალოგში.

„არომატეკა“ არის ნიშ-პარფიუმერების ბუტიკი, სადაც ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Clive Christian, By Kilian, Maison Francis Kurkdjian, Creed, Xerjoff, Diptyque, Memo, Ramon Monegal, Juliette Has A Gun, Alexandre J, Gritti, Tiziana Terenzi, Floris London, Perris Monte Carlo.

„ბუტიკი „არომატეკა“ – ეს ყველაზე სურნელოვანი და სრულყოფილი სამყაროა, რომელიც გთავაზობთ ეპოქის წამყვან ნიშ-ბრენდებს. თითოეული ბრენდის მიღმა უნიკალური ისტორია დგას.

დაასრულე ზაფხული იდეალური განწყობით და შეხვდი შემოდგომას მდიდრული, უნიკალური არომატით. „არომატეკას“ დაბადების დღე თქვენთვის შესაბამისი უნიკალური სურნელის შესარჩევად საუკეთესო მომენტია“.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ქართული ინდი-თამაში Medulla iOS-ზე უკვე ხელმისაწვდომია

როგორია DJI-ს ახალი გიმბალი Osmo Mobile 4 – დინამიური ზუმი და მაგნიტის სამაგრი