in

LUTECIA GROUP – ამბავი, რომელიც ქართველი მათემატიკოსის „ფრანგული სუნამოს სახლით“ იწყება

„პარფიუმის ზეთს აქვს ასეთი თვისება, უნდა დაიპკუროთ იქ, სადაც არტერიაა, კანი თხელია, სისხლს კი შინაგანად გადააქვს და ანაწილებს მთელ სხეულზე პარფიუმში შემავალ ნივთიერებებს. სწორედ ამიტომ უნდა გავურბოდეთ გაურკვეველ მაღაზიებში პარფიუმის შეძენას, რადგან პარფიუმი ურთიერთქმედებს თქვენს ორგანიზმთან“, – ვახტანგ ფხაკაძე, Lutecia Group-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

bog
bog-mob

Lutecia, Mac, Yves Rocher, Aromateque, Intimissimi, Calzedonia, Camicissima და ახლა უკვე ფრანგული ჩაის ბუტიკი PALAIS DES THES  – ეს იმ ბრენდების ჩამონათვალია, რომელსაც დღესდღეობით, “Lutecia Group-ი“ აერთიანებს. ჯგუფში, ამჟამად, 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო „ლუტეციას“ ქსელს 11 ფილიალი აქვს წარმოდგენილი, საქართველოს მასშტაბით, მე-12-ს კი სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ იხილავს მომხმარებელი.


საქართველოში, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის პერიოდში, ვახტანგ ფხაკაძესაც მოუწია მათემატიკოსიდან პარფიუმის ბიზნესში ჩახედულ ადამიანად გარდაქმნილიყო და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებით, სასიამოვნო და ამავდროულად, შემოსავლიანი საქმიანობა დაეწყო. მარკეტერი განვლილ გზასა და იმ გამოცდილებაზე ესაუბრა ვახტანგ ფხაკაძეს, რამაც ის დღემდე, „ლუტეცია ჯგუფის“ ქსელის დაფუძნებამდე მიიყვანა:

M: როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება პარფიუმს?
პირველად თბილისში გავხსენით „ფრანგული სუნამოს სახლი“ რუსთაველზე, რომელსაც მეგობრებთან ერთად ვუძღვებოდი. „ფრანგული სუნამოს სახლმა“, 3-4 წლის შემდეგ, რამდენიმე ფილიალიც დაემატა, მომხმარებლებს Salvador Dali-ს პროდუქცია შესთავაზა.

უკვე მოსკოვში, როცა „ივ როშეს“ 5 მაღაზიას ვფლობდით, გვქონდა საშუალება, რომ საქართველოშიც გაგვეხსნა ფილიალი და ქართველი მომხმარებლებისთვისაც შეგვეთავაზებინა ჩვენი პროდუქცია. „ივ როშეს“ შემდეგი ეტაპი იყო „ლუტეცია“ მოსკოვში, მოსკოვიდან კი საქართველოში.LUTECIA
1997-98 წლებში, რამდენიმე „ლუტეცია“ გვქონდა უკვე საქართველოს ბაზარზე, მაგალითად, „პეროვსკაიაზე“. ერთ-ერთი საამაყო ნაბიჯი, რაც „ლუტეციასთან“ მაკავშირებს, მისი მომხმარებლებისთვის უფრო ფართო მასშტაბით წარმოდგენა გახლავთ. 1999 წელს, როდესაც ჩვენი ყველა კონკურენტის მაღაზიის ფართობი და შესაბამისად, შეთავაზებული პროდუქციის მოცულობა იყო ცოტა, პეკინზე შევიძინე ადგილი და გავაკეთეთ „ლუტეციას“ დიდი ფორმატის მაღაზია, 230 კვ.მ-ზე. უკვე იმდენ ბრენდსა და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებას ვთავაზობდით მომხმარებლებს, რომ მათ სხვასთან აღარ უნდოდათ წავსლა, შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა შემოსავალი. გარდა იმისა, რომ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანში იყო ჩვენი უპირატესობა, ასევე, ვთავაზობდით, ცნობილ ბრენდებს, რომლებიც ჯერ საქართველოში არ იყო წარმოდგენილი, მაგალითად: CLARINS, THIERRY MUGLER და AZZARO. 

2007 წელს, ჩემი პარტნიორისაგან მთლიანად რომ გამოვისყიდე ბიზნესი, მაშინ ასეთი ამოცანა დავისვი, რომ ან ბაზარზე ვიქნებოდით ისე წარმოდგენილები, როგორც შეგვეფერებოდა, ან საერთოდ არ ვიქნებოდით და უცბად, 4 მაღაზია გავხსენით. ამ ბუმმა, 2007-2010 წლებში, „ლუტეციას“ სწრაფმა განვითარებამ, ხალხს მეტი ინტერესი გაუჩინა ჩვენ მიმართ და შესაბამისად, იმატა მომხმარებელთა რაოდენობამ. ცოტა მოგვიანებით, ბათუმშიც გავხსენით ფილიალი. სწორედ ამ პერიოდიდან, „ლუტეციასთვის“ ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი დადგა განსხვავებული ბრენდების შემოტანის მხრივ, რადგან კომპანია მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, ესტე ლაუდერის ჯგუფის პარტნიორად მოგვევლინა და ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა ისეთი ბრენდები, როგორიცაა: ESTEE LAUDER, TOM FORD, ERMENEGILDO ZEGNA, DKNY, CLINIQUE და სხვ.


„რა უპირატესობა აქვს სხვადასხვა ბრენდის ერთ ჯგუფში გაერთიანებას? – „ლუტეცია ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს მენეჯმენტი აქვთ საერთო, ამით ვიმსახურებთ მომხმარებლების ყურადღებას იმიტომ, რომ თუ ადამიანი ენდობა „ლუტეციას“, ის ენდობა მის ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებსაც“, –  ვახტანგ ფხაკაძე.


AROMATEQUE
2015 წელს, ლუტეციამ ექსკლუზიურად მოიპოვა ინგლისის სამეფო კარის ნიშ ბრენდი CREED, რომელიც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ მეფეებისა და დედოფლებისთვის ქმნიდა სუნამოებს. რაც შეეხება Aromateque–ს, აქ წარმოდგენილ თითოეულ სუნამოს საკუთარი ისტორია აქვს. „არომატეკა“ ერთი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მაღაზია გვაქვს „ამბასადორში“, სადაც ნიშ – მაღალი კლასის პარფიუმერიას ვთავაზობთ მომხმარებლებს, ისეთს, როგორიცაა CREED, Kilian, Juliette Has a Gun, Penhaligon’s, AMOUAGE და სხვ.
M: ვინ არის Lutecia Group-ის სეგმენტი და რა უნიკალურ შეთავაზებებს უკეთებთ თქვენს მომხმარებლებს?
„ლუტეცია ჯგუფის“ ბრენდების სეგმენტი მრავალფეროვანია მასში შემავალი ბრენდების მრავალრიცხვოვნებიდან გამომდინარე. მაგალითად, თვითონ „ლუტეციაშივე“ წარმოდგენილია ისეთი პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც დაბალშემოსავლიანი, ისე საშუალო და მაღალშემოსავლიანი აუდიტორიისთვის.

ლუტეციაში განსხვავებული გარემოა როგორც ვიზუალურად, ისე მომსახურების მხრივაც, სხვანაირი მიდგომა გვაქვს კლიენტებთან. Beauty Adviser – ინგლისურად უფრო ჟღერს, ჩვენს კონსულტანტებს ეს სახელი უფრო შეეფერებათ. ისინი არიან შუამავლები ბრენდსა და საზოგადოებას შორის და ფაქიზად ცდილობენ, რომ გირჩიონ ზუსტად ის, რაც გჭირდებათ.
2014 წლიდან გვაქვს  ყოველწლიური ღონისძიება და „ლუტეციას“ წვეულებაზე ვმასპინძლობთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებსაც ვცდილობთ, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული შევთავაზოთ. „ლუტეცია ჯგუფში“ ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე, ამიტომაც შესაძლებელია, დღეს მეტი ხარჯი გვქონდეს, მეტი გავცეთ, თუმცა ამას მომხმარებელი აუცილებლად დაინახავს და დააფასებს.

M: „პალე დე ტე“ – რატომ გადაწყვიტეთ ჩაის ბუტიკის გახსნა საქართველოში?
ლუტეცია ჯგუფში გაერთიანებულია lyfestyle ბრენდები და ვცდილობ, რომ ქართველ მომხმარებლებს შევთავაზო მეტი არჩევანი და სიახლე. „პალე დე ტე“ ბრენდია, რომელიც ისეთ ქვეყნებშია წარმოდგენილი, როგორიცაა: ინგლისი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი. ყოველთვის მინდა, რომ ჩემი ბიზნეს საშუალებები დაკავშირებული იყოს ქვეყნის აღმავლობასთან. ქართული ჩაის პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან საქართველოში გავრცელებული იყო მაღალი ხარისხის ჩაი, რომელიც მზადდებოდა ტყიბულის რეგიონში, ზემო იმერეთში, ხარაგაულში – ცოტა ოდენობით. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე ფრანგებს, ისინი ჩამოვლენ საქართველოში, მოვივლით რეგიონებს და შევეცდებით, რომ დავბრენდოთ ქართული, მაღალი კლასის ჩაი.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მცირე გრანტების პროგრამას იწყებს!

კუნძულ ბალის საოცრებებით შთაგონებული მუსიკა – Marriott-ის ორიგინალური ტურისტული კამპანია