in

„ლუტეცია“ სფოთლაითის ვერცხლის სპონსორია

სულ მალე, სფოთლაითის მე-10, საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. ფორმატი, ამჯერად, განსხვავებული იქნება და 23-24 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. სფოთლაითის ისტორია 2013 წლიდან იწყება და მას შემდეგ, წლის მთავარ მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა, ადგილად, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. წელს, სფოთლაითთან დამეგობრდა „ლუტეცია“, რომელიც ღონისძიების ვერცხლის სპონსორია. წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაულის მხარდაჭერაზე „ლუტეციას“ წარმომადგენლები გვესაუბრნენ.

M: ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია Spotlight-ის „მემკვიდრეობა“?

Spotlight-ის „მემკვიდრეობა“ საუკეთესო მაგალითია იმ ადამიანებისა თუ ბრენდების გაერთიანების, რომლებიც საინტერესო კვალს ტოვებენ ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში. სფოთლაითის მემკვიდრეობა არის მოტივაცია უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

M: რატომ არის თქვენთვის ღირებული სფოთლაითის მხარდაჭერა?

ლუტეცია ყოველთვის ცდილობს იყოს ინოვატორი სილამაზის სფეროში და მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს სიახლე ქართულ ბაზარზე, იყოს მზარდი და განავითაროს უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები. 

სფოთლაითთან დამეგობრებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილე კომპანიებისა  და ადამიანების გამოცდილების, იდეების გაზიარება და გაცვლა.

ესაა პროექტი რომელიც 10 წლის განმავლობაში არ კარგავს აქტუალურობას, წლიდან წლამდე ხდება მასშტაბური და იზრდება მასზე დასწრების მოთხოვნა. ეს არის დასტური იმისა, რომ მას პროფესიონალები ქმნიან. 

M: როგორია მოლოდინები წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

ვფიქრობთ, წლევანდელი ღონისძიება დაუვიწყარ ემოციებს და ამავდროულად, ახალი გამოცდილებების შეძენის საშუალებას მოგვცემს. დაგვისახავს ახალ მოტივებს და კიდევ უფრო მეტად აგვიმაღლებს მიზანსწრაფულობას. პროექტის სლოგანი – „დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება – ვფიქრობთ, წელსაც გაამართლებს და ცხოვრების ბოლომდე საუკეთესო მოგონებად დარჩება. სფოთლაითი არის ყველაზე დიდი პლატფორმა მარკეტინგის დარგში. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქართული მარკეტინგის ინდუსტრიაში.

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

და-START-ე შენი IT კარიერა Accelera-ს პლატფორმის საშუალებით

მარტივი, მაგრამ ელეგანტური – Mercedes-ის ლოგოს ევოლუცია პირველი ვერსიიდან დღემდე