სულ ცოტა დრო რჩება Spotlight Tech-მდე, რომელიც ორი დღის განმავლობაში, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ასეულობით სტუმარს მოუყრის თავს. ღონისძიების მთავარი თემაა „გაკვეთილები“. ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. 2018 წელს, პირველად ჩატარდა Spotlight Tech, რომელიც ტექნოლოგიებს მიეძღვნა. ღონისძიების მხარდამჭერია „ლუტეცია“. Spotlight-თან მხარდაჭერაზე „ლუტეციას“ წარმომადგენლები გვესაუბრნენ.
M: არაერთი წელია, რაც ღონისძიების მხარდამჭერი ხართ. როგორ შეაფასებთ სფოთლაითთან მეგობრობას. რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენთვის?
ლუტეციას Spotlight-თან დამეგობრება, ვფიქრობთ, ძალიან სწორი გადადგმული ნაბიჯია. დღეს, როცა სამყარო ასე სწრაფად ვითარდება და იცვლება ტენდენციები, აუცილებელია ფეხი აუწყოს ყველა კომპანიამ მას, თუმცა ზოგჯერ რთულია დღიურ რუტინაში გამონახო დრო გაეცნო სიახლებს, ინოვაციებს, სხვადასხვა საინტერესო ქეისს. სფოთლაითი სწორედ ის პროექტია, რომელიც სხვადახვა კომპანიის, ადამიანისა და სფეროს გამოცდილებას აერთიანებს და მსმენელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს გაეცნოს და მოუსმინოს, რაც მის კარიერულ განვითარების გზაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ჩვენთვის, როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახლოს ვიყოთ მსგავს პროექტებთან და ვიმეგობროთ მათთან. ვფიქრობთ, ეს ორივე მხარისთვის ძალიან ღირებულია. თითეული სპიკერის გამოსვლა არის დიდი მოტივაცია, იმედი და გამოცდილება, რომელიც ნაბიჯის წინ გადადგმაში ეხმარება მსმენელს და აძლევს თავდაჯერებულობას, რომ მათთაც შეუძლიათ მომავალში მათი ადგილო დაიკავონ და გაუზიარონ თავიანთი ცოდნა თუ გამოცდილება აუდიტორიას.
M: როგორია გამოცდილება და ემოციები, რაც თქვენთვის Spotlight-ს უკავშირდება?
Spotlight წარმატების, დადებითი ემოციების, მოტივაციის, ცოდნის გაღრმავების, ახალი, საინტერესო ნაცნობობის ერთობლიობაა. ეს არ არის მხოლოდ სხვადასხვა კომპანიის საინტერესო ქეისის, თუ კონკრეტული პიროვნების წარმატების ფორმულის გაზიარება. აქ ნებისმიერ დეტალში, კომუნიკაციაში იძენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, ცოდნას, ნაცნობობას, რომელიც შენს კარიერულ თუ პიროვნულ მომავალს განსაზღვრავს. ასეთი პროექტები უფრო ნათელს ხდის, როგორ ვითარდება ქვეყანაში მარკეტინგული და ტექ-სფერო და რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, რომელიც არამარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ მის ფარგლებს გარეთაც ახდენს გავლენას მარკეტინგული/ტექ სფეროების განვითარებაზე. Spotlight კი მსმენელს აძლევს საშუალებას ახლოს გაიცნოს ასეთი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality