in

“ლუტეციაში” TOM FORD-ის ბრენდის პრეზენტაცია გაიმართა

TOM FORD-ი მსოფლიო ბრენდია, რომელიც მოდის დიზაინერმა ტომას კარლაილ ფორდმა შექმნა. ფორდმა, წლების მანძილზე, დიდი გამოცდილება დააგროვა Gucci-სთან თანამშრომლობით, რის შემდეგაც, საკუთარი კომპანია დააარსა. დღესდღეობით, ის TOM FORD-ის მთავარი დიზაინერი და კრეატიული დირექტორია, აწარმოებს ქალისა და მამაკაცის სამოსს, აქსესუარებსა და პარფიუმს.

BOG
BOG

7 ნოემბერს მედია წარმომადგენლებს და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის TOM FORD-ის ექსპერტი მიხაილ ტიმოფეევი შეხვდა. შეხვედრა „ლუტეციას“ მაღაზიაში წარიმართა (პეკინის ფილიალში), სადაც ისინი გაეცნენ ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი.


TOM FORD-ის სუნამოები პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ ქართველ მომხმარებელს პირველად, 2007 წელს შესთავაზა. ამჟამად კი ქსელში წარმოდგენილია ორი TOM FORD – Signature და ექსკლუზიური TOM FORD Private Blend ხაზით. მათ შორის ლიმიტირებული გამოშვებებიც.
TOM FORD-ის პროდუქტები გამოირჩევა ინგრედიენტების სიძვირფასით. ყველაზე წარმატებული დიზაინერის პირადი ლაბორატორიის მიერ შექმნილი უნიკალური სუნამოები მუდამ ტრენდული და მარადიულია. ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სუნამოს BLACK ORCHID ინგრედიენტი თავად ტომ ფორდის გამოყვანილია.

 

[R]

“tERminal არის ღონისძიებების ახალი სტანდარტი საქართველოში”, – ციცი იაშვილი

თქვით უარი უშნო, ფერად, საახალწლო ჯემპრებზე – Diesel-ის სახალისო კამპანია