პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელს უმასპინძლა.
ბ-ნი ლუჩიანო ბერტინელი და „ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტი ბ-ნი ვახტანგ ფხაკაძე ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქმიანი ვახშამი რესტორან ტაბლაში ლეგენდარული ბრენდის ხელმძღვანელობისთვის ქართული ტრადიციების გაცნობით დაიწყო, ხოლო ქართველი მასმედიის წარმომადგენლებისთვის კი SALVATORE FERRAGAMO-ს განსხვავებული სურნელოვანი სამყაროს შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციის გაცნობით წარიმართა.
როგორც ცნობილია SALVATORE FERRAGAMO ის ბრენდია, რომელიც დახვეწილობასთან და ფუფუნებასთან ასოცირდება. თითქმის საუკუნეა გვაოცებს კრეატიულობით, საუკეთესო სტილით, ექსკლუზიური ხელწერით და რა თქმა უნდა, უმაღესი იტალიური ხარისხით. ბრენდის წარმოებაშია ქალისა და მამაკაცის სამოსი, უნიკალური ტყავის აქსესუარები და რა თქმა უნდა, პარფიუმერია, რომლითაც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ 2008 წლიდან გვანებივრებს.
SALVATORE FERRAGAMO-ს არომატები ემოციებთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული და როგორც ბრენდს, სჯერა,რომ ცხოვრება არაფერია ემოციების გარეშე.
შეხვედრა ისეთივე საინტერესო და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა, როგორც SALVATORE FERRAGAMO-ს თითოეული არომატი. „ტაბლაში“ Signorina და UOMO სუნამოების ჯადოსნური სურნელი და შთაგონება ბევრი დეტალით იგრძნობოდა. ეს იყო დაუვიწყარი იტალიური სურნელის ერთ საათი ქართულ გარემოში.
SALVATORE FERRAGAMO-ს გუნდმა ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში „ლუტეციას“, შედეგიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“-ს წარმომადგენლები მადლობას ვუხდით ქართული მედიის წარმომადგენლებს. იმედს ვიტოვებთ, რომ მოლოდინი მომავალშიც გამართლდება და ამ სასიამოვნო შეხვედრის შთაბეჭდილებები და სურნელი დიდხანს გაჰყვებათ სტუმრებს.
[R]