in

მეცნიერებმა ლუციდური სიზმრების მაპროვოცირებელ მეთოდს მიაგნეს!

ექსპერიმენტში მონაწილეობას 121 ადამიანი იღებდა

სიზმრები წარმოუდგენელი, საოცარი და მაგიურია… თუმცა, ალბათ, ყველაზე ფანტასტიკურ მოვლენას ლუციდური სიზმარი წარმოადგენს, რომლის დროსაც ადამიანმა იცის, რომ რეალურად სიზმარში იმყოფება.

M2
M2

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ადამიანთა ნაწილს განუცდია ცხოვრებაში. ამ ფენომენის პროვოცირების მცდელობებმა კი არაერთგვაროვანი შედეგი გამოიღო. თუმცა 2018 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, ლუციდური სიზმრების სტიმულირებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა გამოავლინა.

ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და ჰავაის სიცხადის ინსტიტუტმა, წინა კვლევების საფუძველზე, საინტერესო ფაქტორი შეისწავლეს – როგორ შეუძლია ქიმიურ ნივთიერებებს, ე. წ. აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტატორებს (AChEls), ხელი შეუწყოს ლუციდური სიზმრის პროვოცირებას. როგორც ირკვევა, ნეიროტრანსმიტერი აცეტილქოლინი ხელს უწყობს REM ძილის რეგულირებას. ხოლო AChEls ამ ნაერთში აცეტილქოლინის დაშლის პროცესში იღებს მონაწილეობას.

ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრებმა 121 მონაწილე აიყვანეს, რათა შეესწავლათ, რა გავლენას ახდენს შესაბამისი პრეპარატი “გალანტამინი” მათ უნარებსა და ლუციდური სიზმრის გამოწვევაზე. ეს მოხალისეები “ჩვეულებრივი” ადამიანები არ ყოფილან, არამედ იყვნენ ენთუზიასტები, რომელთაც დიდი ინტერესი ჰქონდათ ლუციდური სიზმრებისადმი. ამასთანავე, თითოეული მათგანი გაწვრთნილი იყო სიზმრის ინდუქციის პროტოკოლებში (მათ შორის ე. წ. MILD ტექნიკით).

როდესაც ეს შემეცნებითი სწავლება გალანდამინთან გაერთიანდა, ნათელი ცნობიერების გაჩენა დაიწყო. ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში მონაწილეები წამლის მზარდ დოზებს იღებდნენ. ამასთანავე, ყოველ ღამე სინათლის გამორთვიდან 4.5 საათის შემდეგ იღვიძებდნენ, იყენებდნენ სიზმრების ინდუქციის ტექნიკას, ყლაპავდნენ კაფსულას და კვლავ იძინებდნენ. ინდუქციური ტექნიკის და ალცჰაიმერის პრეპარატის კომბინაცია ნამდვილად უწყობს ხელს მკაფიო სიზმრების გამოწვევას. უფრო მაღალი დოზა კი მეტად ძლიერ ეფექტს იწვევს.

“ამ კომბინირებულმა პროტოკოლმა განაპირობა ის, რომ 121-დან 69 მონაწილეს (57%-ს) წარმატებით ჰქონდა ლუციდური სიზმრის გამოცდილება. ეს პროტოკოლი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ლუციდური სიზმრების დასანერგად… და როგორც მონაცემები გვპირდება, იგი ფართო მოსახლეობისთვის გახდება ხელმისაწვდომი” – წერენ მკვლევრები.

თავის მხრივ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია – გარდა იმისა, რომ იგი ფანტასტიკურ სიუჟეტებისა, კვლევა დაგვეხმარება, ლუციდურ სიზმრებსა და ცნობიერებას შორის არსებული კავშირი ავხსნათ. სწორედ ამ გზით შეძლებენ ადამიანები თავიან შიშებთან დაპირისპირებას და მენტალური ტრავმების გამკლავებას.

“როდესაც აგურის კედელს ხელი შევახე, მისი უხეში ტექსტურა და მონახაზი შევიგრძენი. ამგვარად შესაძლებელია, ნებისმიერი წარმოსახვითი გამოცდილება რეალობად აქციოთ” – აღნიშნავს ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის კოგნიტური ნეირომეცნიერი ბენჟამინ ბერდი.

ცხადია, ვიდრე მეტი მტკიცებულება არ იარსებებს ამ მეთოდის უსაფრთხოების შესახებ, მასშტაბური ექსპერიმენტი გალანტამინზე დამოუკიდებლად არ ჩატარდება.

ნახეთ: 2021 წლის ასტროფოტოგრაფიის კონკურსის რამდენიმე გამორჩეული კადრი

30 სექტემბერს თბილისის ფოტო ფესტივალი ონლაინ ფორმატში იხსნება