in

გიყვართ ხელოვნება? – ლუვრის სრული კოლექციის ნახვა ინტერნეტის მეშვეობით შეგიძლიათ!

ონლაინ პლატფორმაზე 482 000-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი

M2

გიყვართ ხელოვნება? გიყვართ ლუვრი? გქონიათ მსოფლიოს უდიდესი მუზეუმის მონახულების სურვილი? ახლა ამის გაკეთება ინტერნეტის მეშვეობითაც შეგიძლიათ, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.

საფრანგეთის მუზეუმმა გამოაქვეყნა ონლაინ პლატფორმა, რომელშიც მუზეუმის ყველა, ანუ 482 000-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. მათი დათვალიერება კი სახლიდან გაუსვლელად, რიგში დგომისა და პანდემიის გავრცელების საშიშროების გარეშეა შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება გასული კვირის პარასკევს გაკეთდა.

როგორც ცნობილია, პლატფორმაზე წარმოდგენილი კოლექციები მუზეუმის რვა განყოფილებას მოიცავს. “დღეს ლუვრი “მტვერს წმენდს” თავის საგანძურს, თუნდაც ყველაზე ნაკლებად ცნობილს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყველას აქვს კომპიუტერის ან სმარტფონის მეშვეობით ნამუშევრების სრულ კოლექციაზე უფასო წვდომა, იქნება ეს დროებითი თუ მუდმივი გამოფენიდან” – აღნიშნა ლუვრის პრეზიდენტმა და დირექტორმა ჟან-ლუკ მარტინესმა.

ამასთან ერთად, პლატფორმას აქვს ინტერაქტიული რუკა, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, მუზეუმი ოთახიდან ოთახში გადასვლით დაათვალიეროს. ეს თითქმის მუზეუმის დარბაზებში სიარულს წააგავს, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში უფრო მეტად შემოიტანს ხელოვნების ატმოსფეროს…

ეს ერთგვარი ბიძგი იქნება შემდგომ მუზეუმში სტუმრობისათვის, მანამდე კი ლუვრის განსაცვიფრებელ კულტურულ მემკვიდრეობამდე სულ “ერთი დაწკაპუნება” გვაშორებს!

და ბოლოს, რაც მთავარია, პლატფორმა რეგულარულად განახლდება, მუზეუმის კოლექციის გაფართოებისთანავე.

„საქართველოს ბანკი“, მომხმარებელს, ციფრულ ბიზნეს ბარათს სთავაზობს

ტიერი ანრიმ ყველა სოციალური ქსელი გააუქმა