31
May
2019

Lux-ის კამპანია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

31 May 2019

Lux-მა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ და ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად კამპანია დაიწყო. კანის მოვლის საშუალებების ბრენდმა სპეციალური ფორმის საპნები გამოუშვა.

 

 

უფრო კონკრეტულად, კამპანია ინდოეთში მცხოვრები ქალებისთვისაა. ბრენდის წარმომადგენლების თქმით,  მათ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ძუძუს კიბოსა და ამ დაავადების შედეგების შესახებ.

ბრენდი მოუწოდებს ინდოეთში მცხოვრებ ქალებს, რეგულარულად შეიმოწმონ მკერდი შხაპის მიღებისას, აბაზანაში. მათი აზრით, ეს პირველი, ყველაზე მარტივი და აუცილებელი პროცედურაა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ გამოუშვა კომპანიამ საპონი ამობურცული ფორმით.

 

განხილვა