in

წინანდლის მამულმა Luxe Global Awards 2024-ის 3 ჯილდო მიიღო

წინანდლის მამულმა Luxe Global Awards 2024-ის 3 ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა: საუკეთესო ისტორიული სასტუმრო, საუკეთესო კულტურული სასტუმრო და საუკეთესო ღვინის მამულის სასტუმრო. 

Luxe Global ყოველწლიურად ასახელებს გამორჩეულ ობიექტებს სტუმარმასპინძლობის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსში გამარჯვების ერთერთი მთავარი განმსაზღვრელი კი კომპანიის სწრაფვა განვითარებისა და სრულყოფისაკენ, რაც წინანდლის მამულის მიზნებსა და ხედვებს ზუსტად შეესაბამება.

სილქ როუდ ჯგუფისწინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენიერთერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროა საქართველოში. მთელი წლის მანძილზე გარდა საუკეთესო დასვენებისა, სასტუმრო მრავალფეროვან კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს სთავაზობს სტუმრებს. გამოირჩევა წინანდლის ფესტივალით, ღვინის სიმპოზიუმით, გიორგობისთვით და სხვა მრავალი ღონისძიებით. სწორედ ამიტომ, წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი” საქართველოში მნიშვნელოვანი კულტურული კერაა.  მის განვითარებასა და მართვაზე კი სილქ ჰოსფითალითი ზრუნავს.

[R]

საქართველოს ბანკის მობილბანკში ყოველდღიური დაჯილდოება დაიწყო

Ami Paris – პარიზის სიყვარულით შექმნილი, ცნობილი ფრანგული ბრენდის კოლექციები New Trend-ში