ლუი ვიტონი ამჯერად პორტატიული მუსიკისა და მოდური აქსესუარის შერწყმას გვთავაზობს — კომპაქტური და მსუბუქი LV Nanogram-ის დინამიკი პრემიუმ შეთავაზების ნაწილია, სულ რაღაც 520 გრამამდე იწონის, ალუმინისგან არის დამზადებული და მასზე ტყავის დეტალებსაც შეამჩნევთ, რომ აღარაფერი ვთქვათ, LV ბრენდირებაზე.
დინამიკი Louis Vuitton-ის Toupie-ის მრგვალი ჩანთის იდეითაა შთაგონებული. ტყავის სამაგრით კი ნებისმიერ ადგილზე დაამაგრებთ. 2.3-ინჩიანი დინამიკი 170-20 ჰერცამდე სიხშირეს გთავაზობთ, 17-საათიანი ბატარეის ხანგრძლივობა აქვს. ასე რომ, როგორც სახლში, ისე გარეთ, უპრობლემოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. USB-C დამტენიც მოჰყვება, დამუხტვას კი მხოლოდ 2 საათი სჭირდება.
LV Nanogram Speaker-ის ფასი 2230 დოლარია და იგი სამ ფერშია ხელმისაწვდომი — სპილენძისფერი, ვერცხლისფერი და „კამუფლაჟი“.