in

კუსამა Louis Vuitton-ის მაღაზიებს წერტილებით ხატავს

იაპონელი მხატვრის იაიოი კუსამასა და Louis Vuitton-ის მეორე თანამშრომლობა წარმატებით შედგა. მოდის სახლი ამჯერად კუსამას ფერადი ლაქებით არის დაფარული, რომლის თავზეც 93 წლის ქალის ფიგურას დაინახავთ. ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე კუსამა თაყვანისმცემლებს მიესალმება როგორც ცოცხალი, აუდიო-ანიმატრონული რობოტი, რომელიც ჰაერში ხატავს. მას ასევე ჩენდუს, ლონდონისა და ჰანჯოუს მცხოვრებლები 3D ბილბორდებზე ხედავენ.

კუსამა, რომელიც ახლა საკუთარი ნებით ცხოვრობს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ფსიქიკურ დაავადებას სწორედ საკუთარი თავის წერტილებში გამოხატვით უმკლავდება. მისთვის დამახასიათებელი სტილის გამო ყველაზე ინსტაგრამული მხატვარიც კი უწოდეს. ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ Louis Vuitton მის სტილს მთელ ქალაქს უზიარებს. 

ხელოვნების მოყვარულებს კი შეუძლიათ, ამ ენერგიით სავსე დღესასწაულს შეუერთდნენ, რადგან Louis Vuitton-მა ინსტაგრამის ფილტრი შექმნა, რათა კუსამას ნამუშევარი თქვენ ირგვლივ არსებულ გარემოში გადაიტანოთ.

ბრენდის თქმით, LV x Yayoi Kusama ხაზი ინოვაციურ სერიოგრაფიის ტექნიკას იყენებს, რათა ინდივიდუალურად დაიტანოს კუსამას ნამუშევრები ჩანთებზე, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.

გადავწყვიტე, შევქმნა კუსამას სამყარო, რომელიც აქამდე არავის გაუკეთებია და რომელშიც აქამდე არავის შეუბიჯებია, — აცხადებს კუსამა. 

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ბრენდის სტრატეგიაში

ნაახალწლევს, სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება ბევრად კომფორტულია, თუ inDrive.Intercity-ს მოსინჯავ