in

ლვოვის ეროვნულ მუზეუმში ექსპონატების გადარჩენას ცდილობენ

უკრაინის უმსხვილესი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი დერეფნებში დადიოდა და უყურებდა, როგორ აწყობდნენ თანამშრომლები კოლექციებს… მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ეროვნული მემკვიდრეობის დაცვაა — იმ შემთხვევაში, თუ რუსული ჯარები დასავლეთ ნაწილშიც შეიჭრება.

“ზოგჯერ ცრემლები გვდის, რადგან ამ ყველაფერში დიდი შრომაა ჩადებული. ამას დრო და ენერგია სჭირდება. რაღაც კარგს აკეთებ, კმაყოფილი ხარ… დღეს კი ცარიელ კედლებს ხედავ. ძალიან მწარე და სევდიანია. ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო”, — ამბობს ლვოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორი იგორ კოჟანი.

ლვოვის მუზეუმის კარები ომის დაწყების პირველივე დღეს, 24 თებერვალს, დაიხურა. კორჟანის თქმით, ის ყოველდღიურად იღებს ზარებს სხვა ევროპული კულტურული ინსტიტუტებიდან… თითოეულ მათგანს დახმარების სურვილი აქვს, რადგან ხელოვნების ნიმუშები არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ კაცობრიობას ეკუთვნის.

“ეს არის ჩვენი ისტორია. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, — განაცხადა ანა ნარობსკაიამ, იშვიათი ხელნაწერებისა და წიგნების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

პროექტების მენეჯერი IT სექტორში – მრავალმხრივი პროცესი ერთ ხელში

”გასაჩერებელი ამბები ქალებზე” – ავტობუსის მოსაცდელებზე გადმოტანილი ისტორიები