როცა სამყარო თავდაყირა დგება და ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, რთულია რაღაც კარგის გახსენება ან აღმოჩენა. თუმცა მუსიკას შესანიშნავი ძალა აქვს განწყობის ამაღლებისა და ძალის მოცემის კუთხით. ამიტომაც არის, რომ ერთმა პროფესიონალმა პიანისტმა ლვოვში, რკინიგზის სადგურზე, ლტოლვილებისთვის დაუკრა პიანინოზე — თანაც, “What a Wonderful World”-ის მელოდია…
ყველასათვის ნაცნობმა მუსიკამ განსაკუთრებული ჟღერადობა შეიძინა, რადგან მან ხალხს შეახსენა, რომ სამხედრო კონფლიქტის მიუხედავად, სამყაროში კვლავ არსებობს მშვენიერება. არსად გამქრალა ისინი, რაზეც ლუი არმსტრონგი მღერის… განსაკუთრებით კი, ეს ფაქტი ბავშვებზე: “They’ll learn much more than I’ll never know”.
როგორც პიანისტი ოლგა ნეჩიპორჩუკი ამბობს, ყოველდღე მიდის სადგურზე დასაკრავად. იგი ამ “მცირე ქმედებას” ხედავს, როგორც საკუთარ წვლილს მიმდინარე მოვლენების შემსუბუქებაში. რეალურად, ეს მცირე სულაც არაა. ადამიანები ჩერდებიან, უსმენენ და მის ვიდეოებს ვირუსულად ავრცელებენ ინტერნეტში.
“რა მშვენიერი ხალხია უკრაინელები. მათი სული, მათი გამბედაობა და ძალა ყველას შთააგონებს. თავგანწირვის ყველა დიდი ღვაწლის პარალელურად, რაც ადამიანებს ფიზიკური უსაფრთხოების ფასად უჯდებათ, მსგავსი პატარა მოქმედება სულიერ სიძლიერეს მატებს ირგვლივ მყოფებს”, — წერენ ინტერნეტში.
P.S. ალბათ, ბევრ თქვენგანს ფილმი “პიანისტი” გაახსენდა…