in

Lyle’s Golden Syrup-მა გინესის რეკორდებში შესული მკვდარი ლომის ლოგო შეცვალა!

თუ ამ ბრენდის ძველ ლოგოს დააკვირდებით, გარდაცვლილ ლომს დაინახავთ, რომელსაც ფუტკრები ახვევია… დღეს რომ ბრენდი ასე ჩაუშვა ბაზარზე, რაც მოჰყვება, მარტივი წარმოსადგენია. თუმცა, როგორც ჩანს, 1885 წელს სულ სხვა რეალობა იყო. ჩვენთვის კი უცნაურია, მაგრამ იგი ბრენდის მფლობელის აბრამ ლაილის რელიგიურ შეხედულებებს ეფუძნება. სათავეს სამსონის ისტორიიდან იღებს, რომელმაც მისი მოკლული ლომის სხეულში თაფლის ფიჭა აღმოაჩინა…

BOG
BOG

 ეს სასმელი არ გეგონოთ, არც სიროფია, რომელიც თაფლს მოგაგონებთ. ლოგოს უკან Lyle’s Golden Syrup დგას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ძალიან პოპულარული ინგრედიენტია და ძირითადად ცხობისას გამოიყენებენ. მეტიც, ეს ბრენდი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე ძველი, დღემდე უცვლელი ლოგოსა და შეფუთვის მქონე. 

თუმცა ახლა Lyle’s Golden Syrup-ის რებრენდინგის შესახებ ვიგებთ, რაც გინესის წიგნისთვის დამშვიდობებას შეიძლება, ნიშნავდეს. ბრენდს ახალგაზრდა აუდიტორიაზე გასვლა სურდა და ალბათ, მსგავს მსხვერპლადაც ღირს მათი მცდელობა…

ბუნებრივია, ლომსა და ფუტკრებს ცვლიან, თანაც საკმაოდ დახვეწილი ლომის თავის ვიზუალით. თუ დააკვირდებით, მასზე გამოსახულ წვეთის ფორმის ხაზებში ფუტკრებსაც დაინახავთ… თუმცა, როგორც ჩანს, ბრენდს გინესის წიგნის დათმობა არ გადაუწყვეტია, რადგან იგი მხოლოდ პლასტმასის სიროფისა და დესერტის ბოთლებში გვხვდება და არა კლასიკურ Lyle’s-ისში, რაც მას სტატუსის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ Lyle’s Golden Syrup-ის რებრენდინგმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგი თუ სასიამოვნო სიახლედ მიიჩნევს, ზოგი თვლის, რომ ბრენდი რისკის ქვეშ აყენებს მის კარგად დამკვიდრებულ სახელს, ვიზუალსა და პოზიციებს თაროზე. თუმცა მაინც უცნაურია, რატომ არ მოსწონთ მკვდარი ლომის ჩანაცვლების იდეა…

ღამით დაძინების გაჭიანურება „შურისძიების“ მეთოდია

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო