უკვე დიდი ხანია, Lynx სხეულის სპრეებისა და დეოდორანტების ძლიერ სურნელზე საუბრობს. თანაც ბოლო წლებში Unilever-ის მფლობელობაში მყოფი ბრენდი ცდილობდა, საკუთარი მარკეტინგული იდენტობაც განეახლებინა და აუდიტორია უფრო თამამი გზებით მოეზიდა. თუმცა ეს მცდელობები არასდროს მიუყვანიათ მაქსიმალურ გამბედაობამდე…
ახალი კამპანია კი თამამ, უცნაურ შავ იუმორს მიმართავს — მთავარი ამოცანა იმის ხაზგასმა იყო, რამდენად გამყოლი და კარგი სურნელი აქვს ბრენდის პროდუქციას. „ყოველთვის ვამბობთ, რომ იუმორის დაბრუნება გვინდა, მაგრამ სააგენტოები და ბრენდები იშვიათად ბედავენ ამის გაკეთებას. ჩვენ კი შავ იუმორსაც არ შევუშინდით მთავარი გზავნილის სათქმელად“, — აღნიშნავენ Lynx-ში.
ორ ვიდეორგოლში დაკრძალვისა და ძარცვის სცენებია მოცემული. პირველში არომატის შეგრძნობის სურვილს ქალი სიგიჟემდე მიჰყავს… მეორეში კი ძარცვა „კრახით“ სრულდება, რადგან კაფის თანამშრომელს მეტისმეტად კარგი არომატის ლინქსი ასხია…