in

ასეთი იყო Miami Ad School-ის სტუდენტურ ჟიურიში მონაწილეობა…

„ჟიურის წევრობა კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რომ არ გავჩერდე, სვლა განვაგრძო და ერთ დღეს მივალ იქ, საითაც ვისწრაფვი.“

Miami AD School-მა და Innocean Berlin-მა ერთობლივად შექმნეს ბანქო, რომელზეც სარეკლამო ინდუსტრიის 32 დიდებული იდეაა აღბეჭდილი. Game Changers – ასე ეწოდება შემეცნებით-გასართობ თამაშს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შექმნილი კრეატიული კულტურის ვიზუალურ მიმოხილვას და სარეკლამო ინდუსტრიის გამორჩეულ მოვლენებს ბანქოს ზომაში ატევს. მისი შექმნის შთაგონება Miami AD School-ის საკლასო ოთახებიდან მოდის – ბარათზე საყვარელი რეკლამის გამოსახვა, სტუდენტების ერთ-ერთი ფავორიტი დავალებაა. არც Game Changer-ს ჩაუვლია მათი ჩართულობის გარეშე. 32 იდეა, რომელიც ბარათებზეა გამოსახული, Miami Ad School-ის სტუდენტურმა ჟიურიმ შეაფასა. 

ხმის მიცემისა და საპრეზენტაციო ღონისძიებების დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ Miami Ad School-ის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან და სფეროს სხვა გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთ სივრცეში აღმოჩენილიყვნენ. მათ საშუალება ჰქონდათ კრეატიული ინდუსტრიის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები დიდი სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ და დაესვათ სასურველი, თუნდაც ინდივიდუალური კითხვები, მოესმინათ რეკლამების შექმნის რეალური ისტორიები და ა. შ. უამრავი სტუდენტისთვის ეს საინტერესო, ღირებული და უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა. მათ შორისაა მაკო ჭოველიძეც, რომელიც Miami AD School-ის სტუდენტი და Game Changer-ის ჟიურის წევრია.

„ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივატორია, როცა ჩვენი კურატორები არიან ისინი, ვინც იგივე გზა გაიარეს, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ. ჟიურის წევრობისას, უკვე ნანახი, დაზეპირებული რეკლამები თავიდან აღმოვაჩინეთ. არასდროს წარმოგვედგინა თუ მათი შემქმნელი გუნდები სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული. ჩემთვის, ჟიურის წევრობა კიდევ ერთი ფაქტორი იყო იმისთვის, რომ არ გავჩერდე, სვლა განვაგრძო და ერთ დღეს მივალ იქ სადაც ვისწრაფვი.“ – ამბობს მაკო ჭოველიძე.

მაკო ჭოველიძე პროფესიით არტ-დირექტორია. ის, ბერლინში, Miami AD School-ის სტუდენტია.

M: როგორ აღმოჩნდი ჟიურიში?

ზაფხულში მაღალი კურსის სტუდენტებისთვის ელ.ფოსტა მოვიდა. ჟიურის წევრობისთვის უნდა დავრეგისტრირებულიყავით და შეგვეყვანა მონაცემები. როგორც მახსოვს, დეტალურად ავსებდი. ზოგმა მიიყვანა ბოლომდე ზოგმა, ალბათ, მიატოვა შუა გზაზე. რამდენიმე დღეში მოვიდა დადასტურების მეილი, რომ უკვე ჟიური გავხდი.

M: რით იყო საინტერესო ჟიურის წევრობა?

ჟიურის დროს შეხება გვქონდა 32 საუკეთესო იდეასთან, რომელსაც ხმას აძლევდი და მოცემული გაიდლაინით ხდებოდა შეფასება. განსაკუთრებული იყო ჟიურის წევრობა , იმიტომ რომ დამემხარა თავდაჯერებულობაში, და ამ შემთხვევაში მხოლოდ კარგი კრეატიული დირექტორის ან ქოფირაითერის მსენელი კი არ იყავი, არამედ ჟიური – ამა თუ იმ რეკლამასთან შენი უკუკავშირის გაზიარება შეგეძლო. ან რამე დამატებითი კითხვა თუ გქონდა შეგეძლო დაგესვა, ამომწურავი პასუხი მიგეღო და მოგესმინა.

M: რა პრინციპით ხდებოდა შეფასება?

მოცემული გვქონდა 30 წამი, რის მერეც ქარდებს აფასებდი 0-10 ქულამდე, 5 კრიტერიუმით:

  • დღეს შეუძლია გრან-პრის მოგება 
  • ქცევის შემცვლელი
  • ბრენდის სამშენებლო მასალა
  • გაუზიარებდით მეგობარს
  • ეკუთვნის MOMA-ს (Museum of Modern Art)

M: როგორ ფიქრობ, რას ემსახურებოდა სტუდენტების ჩართვა შეფასების პროცესში?

მოტივირებასა და თავდაჯერებულობას, იდეისა და კრეატივის გენერირების ხელშეწყობას.

M: რამდენად რთული იყო შეფასება, მოგცა თუ არა ამან დამატებითი ცოდნა და მიიღე თუ არა საინტერესო გამოცდილება, როგორც Miami Ad School-ის სტუდენტმა?

შეფასება მარტივი იყო. ეს უკვე კარგად ნანახი და კარგად ამუშავებული საინტერესო იდეებია, რომლებიც მანამდე, სწავლის პერიოდში ლექტორებმა გაგვაცნეს და ჩაგვიშალეს საინტერესო იყო, იმიტომ,  რომ იდეების ნაწილი ეკუთვნოდათ ძველ სტუდენტებს, რომლებიც დღეს უკვე წარმატებულ კარიერულ საფეხურზე არიან. მათ სტუდენტობის დროს პარტნიორთან ერთად დაბადებული იდეის ხორცშესხმა მოახერხეს, რაც თავის მხრივ, სტუდენტისთვის მოტივატორია. ასეთი მაგალითებით ხვდები, რომ შრომა ფასდება – თუ გჯერა საკთარი იდეის ერთ დღესაც აუცილებლად შეასხამ ფრთებს და რომ ეს წარმატება მარტივი არაა, უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და საკუთარი თავის გაზრდაზე.

M: 3 თებერვალს, საპრეზენტაციოდ გამართულ ვირტუალურ გამოფენაზე, Miami AD School-ის გამორჩეულ კურსდამთავრებულებთან და სფეროს სხვა წარმატებულ ადამიანებთან ინტერაქციის შესაძლებლობა გქონდა. რით იყო გამორჩეული ეს სესია?

გამორჩეული იყო რეალურად  ჩართვა და პროცესის მოსმენა, იმის გაგება თუ რა გზა გაიარა პროექტმა, სანამ საბოლოოდ ჩაეშვებოდა.  ეს ერთგვარი სახელმძღვანელო იყო, როგორ მოახერხო იდეის გენერირება და ბოლომდე მიყვანა იმის  რისიც მართლა გჯერა. ასევე, ასე ვიაზრებთ, რომ სწავლას შედეგი მოაქვს და ეს შედეგი იყო ამ პროექტების უკეთ გაცნობა და მათ შემქმნელებთან უშუალო კომუნიკაცია.

M: ბანქოს თამაში ნებისმიერი ადამიანისთვის სახალისო და შემეცნებითი იქნება თუ აუცილებელია საბაზისო ცოდნა სარეკლამო ინდუსტრიაში?

ერთგვარი მოსახერხებელი ხელსაწყოა, რომელიც მარტივად გადმოსცემს ამა თუ იმ იდეის შიგთავსს, რომელიც ამ ქარდებში შევიდა. თუმცა, ყველას შეუძლია ჩამოტვირთოს 32-ვე ბარათი და გამოიყენოს გასართობად. ეს კრეატიულ სფეროში მეტი ცოდნის მიღებაშიც დაეხმარება და, ვფიქრობ, სახალისოც იქნება.


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

შემოქმედებითი პროგრამა დებიუტანტი ავტორებისთვის – რას სთავაზობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ დამწყებ მწერლებს?

82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები