ავტომობილისთვის განკუთვნილი უამრავი აპლიკაცია არსებობს, მაგრამ ზოგი მათგანი მოხმარების სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ დროისთვის ყველაზე ფუნქციონალური აპლიკაცია BMW-ში შეიმუშავეს, რომელიც პირდაპირ ინტეგრირებულია ავტომობილთან.
აპლიკაცია M Power-ით სარგებლობა ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი. ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც მას გააჩნია ეს არის ის, რომ მისი ჩაწერა მხოლოდ iPhone-შია შესაძლებელი.
M Power-ი მძღოლებს შესაძლებლობას მისცემს შეისწავლონ სხვადასხვა სიტუაციაში, როგორ ატარებენ მანქანას და გააუმჯობესონ ავტომობილის მართვა. აპლიკაციაში შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მართვის მონაცემები, გააკეთოთ ანალიზი და მეგობრებს გაუზიაროთ.













