in

იცხოვრე ისე, როგორც არავის უცხოვრია! – m²-ის ბრენდ პლატფორმის დიდი განახლება

„იცხოვრე შენი ცხოვრებით“, „იცხოვრე ისე, როგორც არავის უცხოვრია“ – ამ მთავარი გზავნილით, სულ ცოტა ხნის წინ, m²-ის კამპანიაზე გიამბეთ, რომელიც ადამიანებს შინაგანი თავისუფლებისკენ უბიძგებს. საინტერესოა, რომ იმავე მიდგომას მიმართა თავად m²-მაც. 15-წლიანი ისტორიის შემდეგ, კომპანიამ სრულად გადააფასა საკუთარი თავი, როგორც ბრენდი და ახალ განზომილებაში გადაწყვიტა გადასვლა. საფუძვლიანად განახლდა m²-ის ბრენდ პლატფორმა, მისი ხედვა, ფასეულობები და მისწრაფებები უფრო მეტად დაუახლოვდა თანამედროვე, საქმიანი, მოტივირებული ადამიანების ცხოვრების სტილს, კომპანიის შიგნითაც და მის გარეთაც. როგორც ჩანს, m²-იც, როგორც ბრენდი, ისე აპირებს ცხოვრებას, როგორც არავის უცხოვრია. კომპანიის ბრენდ პლატფორმის დიდ განახლებაზე m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა დუმბაძე გვესაუბრა.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რამ განაპირობა ასეთი სიღრმისეული განახლება m2-ის ბრენდინგში?

15 წლის განმავლობაში, m² უკეთესი ცხოვრების კონცეფციას ნერგავდა, ავითარებდა ბაზარს. ჩვენ ვზრდიდით მოთხოვნას კომფორტზე, უსაფრთხოებასა და სტანდარტებზე. როცა ბრენდის მოწოდება  – „იცხოვრე უკეთესად“ – შემოვიდა ბაზარზე, ის ძალიან მალე იქცა აქტუალურად.  სახლების რემონტით ჩაბარება, სტანდარტები, დაცვა, უსაფრთხოების სისტემები, კომპლექსებში 24-საათიანი სერვისები და სხვა მრავალი შეთავაზება ინოვაციური და მიმზიდველი გახდა  მომხმარებლისთვის. ეს შეთავაზებები უკეთესი, კომფორტული ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ამ დაპირებამ მოიცვა თავად კომპანია, მიაღწია ადამიანებამდე და შედგა ნდობით სავსე ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის. 

ბოლო ერთი წლის მანძილზე, m²-ში საფუძვლიანი ტრანსფორმაციული პროცესი მიმდინარეობდა. ამ პროცესმა მოიცვა ყველა კორპორაციული მიმართულება და დავიწყეთ  პროცესების, რესურსების, გარემოს ანალიზი, სრულიად ახლებურად ფიქრი განვითარებაზე, ხედვასა და ფასეულობებზე. ჩავატარეთ კვლევები როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.

კომპანიის შიგნით გამოვიკვლიეთ ის ღირებულებები, მომავლისა და დანიშნულების აღქმა, რაც გვაერთიანებს, მის გარეთ კი – ჩვენი დღეს არსებული პოზიციონირება ბაზარზე, ჩვენთან ურთიერთობის გამოცდილება, ლოიალობა და მოლოდინები. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სახლის კონცეფციის კვლევა, მით უფრო, პოსტპანდემიურ პერიოდში. ასევე, გვინდოდა კიდევ უფრო ახლოს გაგვეცნო ჩვენი სეგმენტი, დავკვირვებოდით მას და შეგვეფასებინა გარემოში არსებული ის გლობალური თუ ლოკალური ტენდენციები, რაც მათზე ახდენს გავლენას, რისიც სწამთ, ეშინიათ, რასაც მიჰყვებიან.

M: რას მოიცავს განახლებული ბრენდ პლატფორმის კონცეფცია?

ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა კომპანიის გუნდმა შეიმუშავა. ჩვენი პლატფორმისა და შესაბამისად, ბრენდის არსი (მანტრა) – გამორჩეული, განსაკუთრებული ცხოვრებაა, ისეთი, სადაც ხარ „შენ“, რადგან „შენ“ ყოველთვის გამორჩეული ხარ. ბრენდის დაპირების შინაარსი ასეთია – აქ შეგიძლია იცხოვრო შენი ცხოვრებით. კამპანიისთვის  დამაფიქრებელი მოწოდება შევქმენით – იცხოვრე ისე, როგორც არავის უცხოვრია! რომელსაც იქვე  განმარტავს ჩვენი ბრენდის გზავნილი – იცხოვრე შენი ცხოვრებით!

ყოველი ჩვენგანი ისე ცხოვრობს, როგორც არავის უცხოვრია. ის საკუთარ, განუმეორებელ ისტორიას, ცხოვრებას ქმნის, გვინდა ეს მკაფიოდ შევახსენოთ ადამიანებს. ამავდროულად,  ჩვენს სივრცეებში მივცეთ მათ საკუთარი, ინდივიდუალური და განსაკუთრებული ცხოვრებით ცხოვრების საშუალება. 

ჩვენი სეგმენტი წარმატებული, მიზანდასახული, აქტიური და საქმიანი ადამიანებისგან შედგება. მათ აქვთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, უწყვეტი სწრაფვა უკეთესისკენ, მაგრამ ისინი განიცდიან საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან კავშირის დეფიციტს – მათ სჭირდებათ დროის დათმობა საკუთარი თავისთვის და რეალური სურვილების მოსმენა. 

შენი ცხოვრებით ცხოვრება, რეალურად, არის ყოველდღიური არჩევანი, რომლიც თუ გააკეთე აუცილებლად იგრძნობ – რომ ცხოვრობ ისე, როგორც არავის არ უცხოვრია! 

დღეს, m²-ის მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე (ინოვაციური/დაცული/უსაფრთხო სხვა და ა.შ.) სივრცეები, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი  ცხოვრებით.

m² -ის მყარი, დაცული სახლები, მრავალფეროვანი და ინდივიდუალურ ცხოვრების სტილზე მორგებული სივრცეები და ინოვაციური უბნები 24 საათის მანძილზე ემსახურება თავის მომხმარებელს და საშუალებას აძლევს იცხოვროს თავისი ცხოვრებით. ყველა პროექტი, მომსახურება თუ პროდუქტი იგეგმება და დაიგეგმება ჩვენს მისიის, დაპირებისა და მთავარი ღირებულებების შესაბამისად.

M: როგორ შეიცვალა ვიზუალური მხარე და რა არის მისი სიმბოლური დატვირთვა?

ვიზუალურად ბრენდს აღარ აქვს ჩარჩო და ასევე m-ს ზედა მარცხენა კუთხეში გაუკეთდა დახრა, რომელიც სიმბოლურად სახლის ჭერს ასახავს. ბრენდის ლოგოს განახლებასა და კორპორაციულ სტილზე გიორგი ბოხუა მუშაობს. სარეკლამო რგოლზე შემოქმედებითმა სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა.

M: როგორია კომპანიის პოზიციონირება ბაზარზე, ბრენდინგის განახლებასთან ერთად?

m² არის ბაზრის განმავითარებელი, ლიდერი კომპანია, რომელიც დღიდან დაფუძნებისა ქმნის თანამედროვე ცხოვრების მაღალ სტანდარტებს, ისეთს, რომელიც შეესაბამება დროს, არის ინოვაციური და მორგებული ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. კომპანიის   თითქმის ყველა პროექტი დახურულია ფინანსურად, ბაზარზე ის გამოირჩევა განსაკუთრებული სანდოობით და მიმზიდველობით. სახლები, რომლებიც აქ უბნიდან და ეზოდან  იწყება (ასე ამბობენ ჩვენი მაცხოვრელები კვლევებში) – ყოველთვის არის აქტუალური, როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. m²-ს ირჩევს, ჭკვიანი, მომავალსა და კომფორტულ ცხოვრებაზე  ორიენტირებული ადამიანი, ადამიანი რომელსაც სურს იცხოვროს თავისუფლად, თავისი ცხოვრების სტილისა და სურვილების  შესაბამისად – საკუთარი ცხოვრებით.  

TOMS Shoes – ბრენდი, რომელმაც მომხმარებლებში სოციალური პასუხისმგებლობა გააღვიძა

შესაძლოა, უცხოპლანეტელების მრუდე დისკების დასაფიქსირებლად ლაზერი გამოიყენონ