in

m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, Carpeteria-მ სპეციალური კოლექცია შექმნა

ხელნაკეთი ხალიჩების და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა – Carpeteria, -ის სლოგანის – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ შთაგონებით, სპეციალური კოლექცია შექმნა. 

გამორჩეული დიზაინის ხელნაკეთ სახლის აქსესუარებზე Carpeteria-მ-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში იმუშავა. კოლექცია უმაღლესი ხარისხის ქართული შალის ძაფებითაა შექმნილი და ის ხალიჩებს, სარკეებსა და ბალიშებს აერთიანებს. ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს „კარპეტერიას“ ვებ-გვერდზე –  www.carpeteria.ge შეუძლია. 

„m²-სა და ადგილობრივ ბრენდებთან კოლაბორაციის იდეა ძალიან მალე გაჩნდა, მას შემდეგ რაც ბაზარზე შემოვიტანეთ ჩვენი ახალი გზავნილი – “იცხოვრე შენი ცხოვრებით”.  პროექტს ორი მიზანი აქვს: ჩვენი შეტყობინების მომხმარებელთან უფრო ახლოს მიტანა და  ქართული, ეროვნული ბრენდების მხარდაჭერა. რაც შეეხება Carpeteria-სთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, სახლის აქსესუარებს ყოველწამიერად შეუძლიათ ჩვენი შთაგონება და ჩვენთვის იმის შეხსენება, რომ ერთი ცხოვრება გვაქვს და უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით“, – ირინა დუმბაძე, m2-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„გზავნილი – ‘’იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ძალიან ახლოს არის ჩვენი სტუდიის ხასიათთან და ხელოვნების ფილოსოფიასთან. m²-თან კოლაბორაცია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, გავხდეთ თქვენი სახლის შემოქმედების ნაწილი“, – ნათია ზირაქიშვილი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.

„ჩვენთან თითოეული ნივთი ინდივიდუალური დიზაინით იქმნება და ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური ხასიათი“, – მარიამ მარგიანი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.

-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის – “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციას ქმნიან და ის ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს აერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურებს, ლეპტოპის ჩანთებს, მობილურის ჩასადებებს, სამგზავრო ჩანთებს, საპასპორტეებს, კიმონოებს, სახლის აქსესუარებს და სხვას.

სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი – www.liveyourownlife.ge, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. 

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა. ნივთების შეძენა პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

[R]

როგორ ვებრძოლოთ პროკრასტინაციას? — რჩევები ფრილანსერებისთვის

ლუნა სენსეიშენი – ჯანსაღი ხილი, გარანტირებული სარგებელი