in

m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

m² ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ქართული ბრენდები m²-ის სლოგანის – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ შთაგონებით, სპეციალურ კოლექციას შექმნიან და მისი შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. კოლექცია ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს გააერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურები, ლეპტოპის ჩანთები, მობილურის ჩასადებები, სამგზავრო ჩანთები, საპასპორტეები, კიმონოები და სხვა.

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა.

სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნება ვებ-გვერდი, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. 

პროდუქციის საჩვენებელი ვერსიები m²-ის გაყიდვების ოფისებშიც იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს მათი ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. 

„კოლაბორაციის იდეა ბრენდის ახალი პლატფორმის შემოტანისთანავე გაჩნდა და შარშან, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს კვირეულზე განხორციელდა. ახალი მოწოდება – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ დიზაინერ თაკო მექვაბიძის კოლექციაში ეფექტურად ინტეგრირდა. მიზანი, მოწოდების ადამიანებთან უფრო ახლოს მიტანა იყო მაშინაც და დღესაც. ჩვენი პარტნიორების პროდუქცია ყოველდღიურ გამოყენებაშია და ჩვენც, ყოველდღე გვინდა შევახსენოთ ადამიანებს -„იცხოვრე შენი ცხოვრებით“, ისე, როგორც არავის უცხოვრია.  ყოველთვის იყავი ის, ვინც შენ ხარ, უნიკალური და განსხვავებული“, – ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

 პროექტში ეტაპობრივად კიდევ ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

[R]

მეცნიერებმა შეისწავლეს კაცი, რომელსაც კოვიდი თითქმის 2 წელი ჰქონდა!

თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის