15
Nov
2019

m² Collective – საერთო სამუშაო სივრცის ახალი გამოცდილება

15 Nov 2019

განსხვავებული არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მქონე სამუშაო სივრცე, რომელიც 7 დღისა და 24 საათის განმავლობაში ღია იქნება – m2 Collective დღეს, 15 ნოემბერს, კარტოზიას 10-ში გაიხსნება.

ტექნიკურად სრულად აღჭურვილი სივრცე 100-მდე მომხმარებლის მიღებას შეძლებს და იდეალური იქნება როგორც პროდუქტიული მუშაობისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის. ერთჯერადი თუ რეგულარული მომხმარებელი უზრუნველყოფილი იქნება საოფისე თუ შეხვედრების ოთახებით, ინდივიდუალური სათავსოებით, საოფისე ტექნიკითა და ავტოსადგომით, – აცხადებენ კომპანიაში.

m2 Collective – ახალი სამუშაო სივრცე Georgia Real Estate Holding-ის ერთ-ერთი ახალი პროექტია. სივრცეს პოტენციალი აქვს, რომ გახდეს ადგილი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტელექტუალური რესურსი, თავიანთი საქმისთვის, მაქსიმალურად, პროდუქტიულად გამოიყენონ.

როცა საერთო სამუშაო სივრცეზე ფიქრი დავიწყეთ, რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებდით: პირველი, ეს იყო ადგილმდებარეობა იმიტომ, რომ საბურთალოზე მსგავსი სტანდარტისა და ფუნქციის სივრცე არ არსებობდა. მეორე იყო მოთხოვნა. იმიტომ, რომ საერთო სამუშაო სივრცეში მუშაობის სურვილი დღითი დღე იზრდება და ჩვენი აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე, მივხვდით, რომ ამ კუთხითაც იდგა ბაზარზე მსგავსი სივრცის არსებობის საჭიროება. m2 Collective m²-ის ერთ-ერთ კომპლექსში გაიხსნა და ეს შემთხვევით არ მომხდარა… გვინდოდა, რომ ჩვენი მობინადრეებისთვის დამატებითი, სახლისგან განსხვავებული გარემო და ახალი საინტერესო გამოცდილების მქონე სივრცე შეგვექმნა, – გვიხსნის მაკა ხარატიშვილი, m2 Collective-ის მენეჯერი. 

მაკა ხარატიშვილი სივრცის უპირატესობებზეც გვიყვება და ამბობს, რომ m2 Collective ითვალისწინებს თანამედროვე ოფისის სტანდარტებს, როგორიცაა: განათება, გათბობა-გაგრილების სისტემა და ვენტილაცია.

უფრო დეტალურად, m2 Collective-ის სივრცის დიზაინზე მუშაობისას, რა იყო მთავარი ამოცანა, ინტერიერის დიზაინერ ნანუკა ბერულავას ვესაუბრეთ:

ჩემი მიზანი იყო, განსხვავებული დიზაინის მქონე გარემო შემექმნა, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა ორიენტირებული მომხმარებლის კომფორტზე. საერთო სამუშაო სივრცის დიზაინი სტანდარტული საოფისე სივრცისგან განსხვავდება. ეს არის ადგილი, სადაც ერთდროულად მუშაობა უწევთ განსხვავებული პროფესიის, გემოვნების, ინტერესის ადამიანებს. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, შემექმნა ისეთი სივრცე, რომელიც კომფორტული იქნებოდა ყველა ამ ადამიანისთვის და რაც ასევე, მთავარია, სივრცე ბრენდის კონცეფციასთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო. ერთი წინადადებით, „კოლექტივს“ შევაფასებდი ასე: საკმაოდ თავშეკავებული დიზაინის სამუშაო მხარე და ფერებით დატვირთული საერთო სივრცე, გაერთიანებული და შეკრული ინდუსტრიული ლოფტის ელემენტებითა და გამწვანებით, – ნანუკა ბერულავა, ინტერიერის დიზაინერი.

რაც შეეხება m2 Collective-ის ბრენდინგს, ამ შემთხვევაში, ავტორი სააგენტო Gingers-ია და კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ სივრცე, მოძრაობა და სიმეტრია საკვანძო თვისებებია, რაზეც ვიზუალური იდენტობა დაშენდა. მისგან გამომდინარე კი, ბრენდის ვიზუალური სტილი შეიქმნა. კორპორატიული სტილი ცდილობს, ბრენდის ირგვლივ, სიმშვიდის განწყობა შექმნას და სტუმრებს წინასწარვე მიაწოდოს ინფორმაცია „კოლექტივის“ შესახებ.

ესაა სივრცე, სადაც საჭირო ინფრასტრუქტურისა და მყუდრო ინტერიერის წყალობით, ადამიანები სამუშაოზე კონცენტრირებას შეძლებენ და დამატებით, საქმიან შეხვედრებსაც აწარმოებენ. ბრენდის ვიზუალური იდენტობა სწორედ ამ ბენეფიტებისთვის ხაზგასმის მცდელობაა, – გვიხსნიან Gingers-ის გუნდის წევრები.

ასე და ამგვარად, m2 Collective როგორც სივრცე და როგორც ბრენდი, უკვე არსებობს და სწორედ ამიტომ,  განსხვავებული სამუშაო გამოცდილებისთვის, ხვალიდან, პირველ სტუმრებს ელის.

განხილვა