in

რას გვთავაზობს m² საახალწლოდ და როგორ გვიყვება სადღესასწაულო აქციაზე თუ სუბსიდირების პროგრამაზე?!

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულებია, როდესაც ყველაზე მეტად გვჯერა ოცნებების ახდენის, საუკეთესო მომავლის. ყველას გვქონია მომენტი, როდესაც სულმოუთქმელად ველით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას და ისინი მართლა სრულდება. მაგალითად, გვიფიქრია საკუთარ კუთხეზე, ბინაზე. როცა ჩვენი ოჯახი იზრდება, ამაზე კიდევ უფრო ხშირადაც კი გვეფიქრება.

რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა გამოჩნდა. პირობა ასეთი იყო: მრავალშვილიან ოჯახებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს შეეძლოთ სპეციალური პირობებით ესარგებლათ. პროექტში უმალ ჩაერთო კომპანია m² და მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პირობებზეც დაიწყეს ფიქრი.

ამ ყველაფერს m²-მა საახალწლო შეთავაზება და განსაკუთრებული პირობებიც დაამატა. სამიზნე სეგმენტი მაქსიმალურად ინფორმირებული რომ ყოფილიყო, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიაც დაიწყეს. თუმცა აქტიურობა არც მანამდე აკლდა – ჯერ სახელმწიფოს ინიციატივაზე მრავალშვილიანი ოჯახების სუბსიდირებასთან დაკავშირებით გააკეთა კომუნიკაცია, ახლა კი ყველა მსურველზე მორგებულ წინასაახალწლო აქტივობას ახორციელებს.

ამ სარეკლამო კამპანიებზე, სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობასა და საახალწლო აქციებზე m²-ის გაყიდვების ხელმძღვანელი სალომე ლაზიშვილი და ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი ირინა დუმბაძე გვესაუბრა.

როგორ დაიბადა კამპანიის იდეა და რა მიზნები აქვს მას?

ახალი წელი ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ის მომავლის დაგეგმვას და დიდ იმედებს ეხება. ჩვენ  წინა საახალწლო პერიოდისთვის ვემზადებოდით და სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტირებული კამპანია განვსაზღვრეთ, როცა  სუბსიდირების სახით საინტერესო ინიციატივა გაჩნდა, ამ ინიციატივას ავყევით და ჩვენი პირობაც დავამატეთ. მაგრამ, ამავდროულად,  იმ ადამიანებისთვის მორგებული შეთავაზების შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი, რომლებსაც არ შეეხოთ  სუბსიდირების პროგრამა.  გვინდოდა სუბსიდირებისა და ჩვენი შეთავაზების  ერთმანეთთან დაკავშირებაც, ერთიანი საინტერესო ამბის შექმნა თავისი განვითარებით.  ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, განსხვავებული სურვილები და საჭიროებები აქვთ, მაგრამ  სახლის ყიდვის სურვილი ყველას აერთიანებს, ყველა ფიქრობს ამაზე ან თავისთვის, ან თავისი ოჯახის წევრისთვის.

ვინ იმუშავა კამპანიაზე და რა დავალება მიეცით სააგენტოს?

ჩვენმა პარტნიორმა სარეკლამო სააგენტო „მეტრომ“. მან საუკეთესოდ შეასრულა თავისი საქმე და მოქმედ გმირებად სწორად შერჩეული  ტიპაჟები,  მათი  განცდები, ხასიათი და ცხოვრება წარმოაჩინა.  ეს კლიპები იუმორისტულ ხასიათს ატარებს  და სწორედ  ამიტომაც იზიდავს მომხმარებელს.

რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან კამპანიას? გაიზარდა თუ არა აქტივობა გაყიდვების ოფისებში?

როცა გადავამოწმეთ ჩვენი შედეგი ციფრულ არხებში – ის მოლოდინზე მეტად პოზიტიური აღმოჩნდა. სუბსიდირების კლიპს ნახევარ მილიონამდე ნახვა ჰქონდა, რაც დამეთანხმებით ძალიან კარგი შედეგია. ადამიანებს მოსწონთ,  ახვევენ და თავიდან უყურებენ ამ რეკლამებს. მაღალი იყო ჩართულობა, იყო ბევრი კომენტარები, რაც მთავარია, შედგა კონტაქტი.  კამპანიის გაშვებამდე ციფრულ არხებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებდით სეგმენტს, მარკეტინგის ჯგუფი აქტიურად მუშაობდა რეკლამის გაშვების პროცესზე,  რომ სიახლე სწორედ იმ ადამიანისთვის გვეჩვენებინა, ვისაც ეს რეალურად სჭირდებოდა. m²-ის საახალწლო რგოლი, რომელიც ბინის ნებისმიერ მსურველზეა მორგებული, ასევე ფოკუსირებულად და სეგმენტის მახასიათებლების მიხედვით გავუშვით ციფრულ არხებში. ამას თან დაემატა სატელევიზიო ეთერიც.  საახალწლო შეთავაზების სარეკლამო რგოლი კომუნიკაციის აქტიურ ფაზაშია და, ვფიქრობთ, ასევე საუკეთესო შედეგს დადებს.

ჩვენ ყველა რეკლამას გაშვებამდე ვტესტავთ ფოკუს-ჯგუფებში, ამას წინასწარი დაზღვევისა და რეაქციების სანახავად ვაკეთებთ.  ვუყურებთ, ესმის თუ არა მომხმარებელს ჩვენი მესიჯი. ვფიქრობთ, რომ  ჩვენი მესიჯი გაგებულია, მუშაობს და  იზიდავს მომხმარებელს.

ახლა თავად სუბსიდირების პროგრამაზეც ვისაუბროთ . . . როგორია ის სახელმწიფოს მხრიდან და რა ბენეფიტებს სთავაზობს m² მომხმარებლებს აქციით სარგებლობის შემთხვევაში?

სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 200 ათასამდე ლარის იპოთეკური სესხის საპროცენტო დანამატს 8%-დე აფინანსებს თუ  მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი, ხოლო 6%-მდე – თუ მსესხებელი ელოდება ბავშვს 2022 წლის 1 სექტემბრამდე.  პროექტი ზუსტად ერთ წლიანია, ის  2021 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო და  2022 წლის ამავე დღეს სრულდება. ჩვენ აღნიშნულ პირობას დავამატეთ ჩვენი ფასდაკლება და პროგრამის ბენეფიციარებს კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობას ვთავაზობთ.

როგორია m²-ის წინასაახალწლო შეთავაზება და რას ურჩევთ მყიდველს?

მყიდველს ვურჩევ, თუკი ბინის ყიდვას დააპირებს, პირველ რიგში,  ნახოს  – რას სთავაზობს m² . რაც შეეხება საახალწლო აქციას – ის ეხება ნებისმიერ ბინის შეძენის მსურველს და ისეა აწყობილი, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილოს სხვადასხვა სეგმენტის მოთხოვნა. მაგალითად, ერთიანი გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს ფასდაკლებას, ხოლო ღირებულებას ორ ნაწილად დაფარავს – პირველ ეტაპზე გადაიხდის 50%-ს, დანარჩენს კი 2022 წლის დეკემბრამდე; შიდა უპროცენტო განვადებისას, მომხმარებელი ისარგებლებს 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით; ბანკის სესხის შემთხვევაში კი მიიღებს სპეციალურ ფასსა და განსაკუთრებულ პირობებს ჩვენს პარტნიორ ბანკებში.

რომელ პროექტებს ეხება აქცია და რამდენ ხანს გრძელდება? 

საახალწლო აქცია გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით და ეხება m²-ის ოთხივე მიმდინარე პროექტს: m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2.

[R]

COMMSCHOOL-მა 2021 წელი შეაჯამა

„ბარსელონამ“, სატელევიზიო შემოსავლის სახით, €165.6 მილიონი დააფიქსირა და „მადრიდის რეალი“ უკან ჩამოიტოვა