4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში საერთაშორისო პროექტის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მე-17 სეზონი გაიმართა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო დიზაინერებმა 2023-2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინეს.
ცხადია, პროექტის მიზანი ქართული მოდის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა — როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი ესწრებოდა, მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან, მათ შორის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები.
წლევანდელი Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ის გენერალური სპონსორია m².
სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში, Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ის ერთ-ერთმა მონაწილე დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ, თავის ჩვენებაზე m²-ის განახლებული გზავნილის — „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ინსპირაციით შექმნილი სამოსი და აქსესუარები წარმოადგინა.
„ჩემი კოლექციის მთავარი ინსპირაცია სხვადასხვა პროფესიის ქალია. კოსტიუმების სილუეტები მამაკაცის თარგზეა აგებული, რითაც შევეცადე, ქალის ძლიერი მხარეები მეჩვენებინა. ძალიან საინტერესო გამოვიდა m²-თან კოლაბორაცია. კომპანიის განახლებული სლოგანი ჩემი ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო გახდა. „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თითოეული ჩვენგანის შინაგანი დევიზია და ვფიქრობ, ნამუშევრებიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა“, — თაკო მექვაბიძე, დიზაინერი.
„ჩვენი გზავნილი — „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ უკვე სამოსშია ჩაინტეგრირებული, რათა როგორც ტენდენცია, საკუთარი თავის მუდმივ რეალიზებაზე ზრუნვა და სურვილებთან კავშირი ყველასათვის უფრო მარტივად მისაღები გახდეს. სამოსზე ამ ფრაზის დატანა კი მუდმივად გვახსენებს იმას, რომ უნიკალურები და თავისუფლები ვართ… შეგვიძლია, ისე ვიცხოვროთ, როგორც არავის უცხოვრია“, — ირინა დუმბაძე, m2-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
როგორც ირინა განმარტავს, m2-ის მისიაა ისეთი ადგილებისა და სივრცეების განვითარება, რომლებიც ადამიანებს გარემოსთან, ოჯახის წევრებთან, საკუთარ თავთან დააკავშირებენ. საკუთარ თავთან კავშირის აუცილებლობის შეხსენებას ისახავდა მიზნად ეს კოლაბორაცია, რომელსაც შეუძლია, სამოსით ყველაზე ახლოს მიიტანოს ადამიანთან გზავნილი.
„ვინაიდან თავისუფლება ადამიანისთვის ყველაზე ძვირფას ღირებულებას წარმოადგენს, გვინდოდა, ჩვენი გზავნილიც ყოველდღიურად შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის“, — ამბობს ირინა დუმბაძე.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული გზავნილის ირგვლივ შემუშავებულ სამოსზე მუშაობა დიზაინერისთვისაც ძალიან საინტერესო იყო. ორივე მხარე თანხმდებოდა იმაზე, რომ ადამიანებს ხშირად ნაკლებად გვრჩება დრო საკუთარ სურვილებზე დასაფიქრებლად, თუ რეალურად რისი გაკეთება გვინდა და ამ მოუცლელობაში გადის დრო.
„m²-ისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს კოლაბორაცია. ერთია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კამპანიები და მეორე — მისი უშუალოდ ადამიანებზე მორგება. აქედან გამომდინარე, სამომავლო გეგმებიც გვაქვს, რომლებიც მთავარი შთაგონების გააქტიურებას შეუწყობს ხელსა და ვიმედოვნებთ, მომხმარებლებისთვის სასიამოვნო იქნება ამ წარწერის მქონე სამოსის ტარებაც“, — გვიზიარებს ირინა.
[R]