29
Nov
2019

m²-ში, ბინა, 50 000 ლარიანი ფასდაკლებით იყიდება

29 Nov 2019

m2, მომხმარებელს, “შავი პარასკევის” ფარგლებში, ერთკვირიან უპრეცედენტო აქციას სთავაზობს – „29 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე, ყაზბეგის გამზირზე მდებარე კომპლექსში, ბინას 50 000 ლარის ფასდაკლებით შეიძენთ და ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდებით“.

აქცია ყაზბეგის #15-ში მდებარე კომპლექსის 10 ბინას ეხება, რომელიც სრულად არის გარემონტებული და ნაწილობრივ აღჭურვილია იტალიური ავეჯით – სამზარეულოში ჩაშენებულია გაზქურა და გამწოვი.

ყაზბეგის კომპლექსში ძირითადი ნაწილი უკვე შესახლებულია. ახალი მობინადრეები m2-ის დანარჩენი პროექტების მსგავსად, სარგებლობენ ავტოსადგომით, საბავშვო და მოსასვენებელი საერთო სივრცეებით, კეთილმოწყობილი ეზოთი და რაც მთავარია m2-ის მოვლა პატრონობის 24 საათიანი მომსახურებით.

„თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე კომპლექსი, ბოლომდეა დასრულებული და კეთილმოწყობილი. ყველა სართულზე გამართულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, ბინები კი ცნობილი ევროპული ბრენდების მასალითა არის გარემონტებული. აქციასთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება და შეძენის პირობების გაცნობა m2-ის გაყიდვების ოფისებშია შესაძლებელი“ – ამბობს m2-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ლაზიშვილი.

განხილვა