10
Jun
2019

ფილიპინებში სტუდენტებს ხის დარგვას ავალდებულებენ, ჩვენ რას ვაკეთებთ გამწვანებისთვის?

10 Jun 2019

1990-დან 2005 წლამდე ფილიპინებზე ტყის მასის 32.3 პროცენტი, დაახლოებით, 3 412 000 ჰა განადგურდა. ხე-ტყის არალეგალურად ჭრა ქვეყნისთვის ისტორიული პრობლემაა, თუმცა ფილიპინების მთავრობამ გამოსავალი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კანონით დადგენილ ვალდებულებაში იპოვა: სტუდენტებმა და მოსწავლეებმა, უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 10 ხე უნდა დარგონ. კანონპროექტი დასამტკიცებლად სენატს გადაეცა.ფილიპინები, ბლუმბერგის რეიტინგში, ქვეყნის ეკონომიკის მიხედვით, ყველაზე ინოვაციურ ქვეყნებში, მესამე ადგილს იკავებს და ასეც რომ არ იყოს, მისი მიგნება, სტატუსისგან დამოუკიდებლადაც, საინტერესოა.

ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი ინიციატივა – 2008 წელს, ბორჯომის დამწვარი ეროვნული ტყე-პარკის აღდგენისა თუ 2017 წელს, ბუნებისთვის ხანძრებით მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად – ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ CSR – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკაზე შეგვიძლია საუბარი.

ევროკავშირის განმარტებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – CSR კონცეფციაა, რომლის თანახმად, კომპანია ბიზნესოპერაციებში და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას იზიარებსსაკუთარი ინიციატივით, რეგულარული აქტივობებით, ნებაყოფლობით ზრუნავს იმ საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც თავად არის.

მაგალითისთვის: მას შემდეგ, რაც 2017 წლის 8 აგვისტოს, გვიან ღამით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 26 000 კვადრატულ მეტრზე 450-მდე სახეობის მცენარე გაანადგურა, დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ საკუთარ თავზე აიღო დამწვარი ტერიტორიის ლანდშაფტის რეაბილიტაცია, მწვანე საფარის აღდგენა და მისი შემდგომი მოვლა-პატრონობა.m²-ში CSR ის ფარგლებში 5 მთავარი მიმართულებაა გამოყოფილი: განათლება, ქალთა გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯანსაღი ცხოვრება და გარემო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, მათ შორის, ზესტაფონში უფასო სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, ასევე, უკვე მეორე წელია, ქუთაისში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების თერაპიულ კურსს აფინანსებს და სხვა.

გარემოსა და მთაწმინდის პარკის გამწვანებას რომ დავუბრუნდეთ, m²-მა პროექტის ფარგლებში, მთლიანი დამწვარი ტერიტორია, ანუ 26 000 კვადრატული მეტრი აღადგინა და ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემო შექმნა. სპეციალისტების რეკომენდაციით, 8 სახეობის, 3000 მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა მოეწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ გამწვანება მხოლოდ დარგვას არ გულისხმობს, ამ ეტაპზე კომპანია m² აღდგენილი ტერიტორიის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. ანუ, პერიოდულად, დაზიანებული ხეების ჯანსაღით ჩანაცვლებასა და სარეველა ბალახის გათიბვას უზრუნველყოფს, ასევე, მიწის გაფხვიერებას, მინერალური სასუქების ჩამატებასა და მორწყვას.დღეს, აღდგენილ ფერდობზე კავკასიური აკაკი, იფანი, აღმოსავლეთის ტუია, ელდარის ფიჭვი, კვიპაროსი, ჰიმალაის კედარი, მინდვრის ნეკერჩხალი და საღსაღაჯი ხარობს.

m²-ში ამბობენ, რომ CSR მიმართულების მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზრუნვას მოახმარენ, რაც გამოიხატება მომავალი 5 წლის მანძილზე, თბილისის მასშტაბით, 10 ჰა ტერიტორიის გამწვანებასა და ელექტროდამტენების უფასო მონტაჟში, მთელი საქართველოს მასშტაბით.„თუ ამ კანონს სწორად განვახორციელებთ, ყოველწლიურად, დაახლოებით, 175 მილიონი ახალი ხე დაირგვება, რაც ერთი თაობის განმავლობაში, 525 მილიარდამდე ხის დარგვას უზრუნველყოფს”, – განაცხადა გარი ალეხანომ, ფილიპინებზე, სტუდენტებისთვის ხეების დარგვისთვის კანონით მინიჭებული პასუხისმგებლობის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

რაც შეგვეხება ჩვენ, უფრო ზუსტად კი თბილისს, m²-ის გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენი სტატისტიკური მოლოდინები ასეთია: მომავალი 5 წლის განმავლობაში, 10 ჰა ტერიტორიის გამწვანება.

განხილვა