in

იცხოვრე შენი ცხოვრებით! – m2-ის კამპანია

თქვენთვის რას ნიშნავს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება? თითოეულ ჩვენგანს აქვს ის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი, რასაც საკუთარ თავში ვინახავთ და არ ვაძლევთ რეალიზების საშუალებას. სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება საკუთარი თავისთვის დროის დათმობა და სურვილებსაც სამერეოდ ვდებთ ხოლმე. არადა, ყოველდღიური საქმიანობა ხშირად გვაკარგვინებს იმის შეგრძნებას, რა გვინდა რეალურად და ვინ ვართ სინამდვილეში. „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – ამ გზავნილით m2-მა, სააგენტო JWT Metro-სთან ერთად კამპანია წამოიწყო. ვიდეორგოლის პერსონაჟები გვიზიარებენ თავიანთი ცხოვრების უჩვეულო მომენტებს. და ამით გვახსენებენ, რომ შენი ცხოვრებით ცხოვრება ყოველდღიური არჩევანია, რომელიც ერთხელ თუ გააკეთე, აუცილებლად იგრძნობ, რომ ცხოვრობ ისე, როგორც არავის უცხოვრია, რადგან განსაკუთრებულ, საკუთარ ამბავსა და ისტორიას ქმნი. ნუ გამოკეტავთ საკუთარ თავს, მიეცით გასაქანი საკუთარ სურვილებს. ნახეთ და შეაფასეთ ვიდეორგოლი.

ეკა ყიფიანი, JWT Metro: „ბრიფი იყო წარმოგვეჩინა, როგორია ჩვენი ცხოვრებით ცხოვრება. როდესაც ადამიანები ბოლომდე ვაძლევთ საკუთარ თავს უფლება ჩვენი თავები გამოვუშვათ, ჩვენი ხუშტურები არ შევზღუდოთ, ჩვენს ჰობებს გასაქანი მივცეთ, ინდივიდუალიზმი გამოვკვებოთ. გვგონია, რომ სამსახურის საათებში ჩვენს თავებს ვზღუდავთ, მაგრამ აი, მაგის მერე არის საუკეთესო დრო და საშუალება – მართლა ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით.

m2-ისგან მოცემული იყო განახლებული ბრენდ პლათფორმა და ბრენდის იდეა. კონცეფციის შემუშავებისას ვიფიქრეთ გაგვეხსენებინა, რა არის ისეთი ჰობი და პირადი „ფეტიშები“ რისი კეთებაც გვიყვარს და რომელიც შეიძლება ჩვენს გარე იმიჯს არ შეესაბამებოდეს. ამის გადმოცემა კი გამორჩეული პერსონაჟები და ცოცხალი ხასიათის წინ გამოტანით გადავწყვიტეთ.“

 

დამკვეთი: m2

ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ირინა დუმბაძე 

მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი – მარიამ დიდებაშვილი 

 

სააგენტო: JWT Metro

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი

უფროსი კოპირაიტერი: დავით კილაძე

კოპირაიტერი: ლიკუნა ხაზარაძე

არტ დირექტორი: თათა ბადუაშვილი

სტრატეგიის ხელმძღვანელი: ლადო მალაზონია

უფროსი სტრატეგი: სანდრო ჯავახიშვილი

ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე

პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი

კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი: ალექსი ჩიქოვანი

 

რეჟისორი: ნიკუშა კუკუშა მოწონელიძე

დამდგმელი ოპერატორი: ომარ გელაშვილი

აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია

ფროდაქშენის ჰედი: მაია გურაბანიძე

პროდიუსერი: მარიამ სოსელია

1st AD: სოფო ფარჯიანი

2nd AD: ნინი იაშვილი

დამდგმელი მხატვარი: მარიამ გელაძე

ფროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია

უნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი

კასტინგის მენეჯერი: თინა ხიზანიშვილი

კასტინგის ასისტენტი: ნუცა აბაშიძე

ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე,სანდრო გოგრიჭიანი

კოსტუმების მხატვარი: თიკა შენგელია

კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ელენე გაბილაია

ტექნიკური დირექტორი/ 2nd AC : გურამ მოსიკაშვილი

რეკვიზიტორები: გაგა ხაჭაპურიძე,ბექა რევაზიშვილი 

Set Dresser: ნინო დარასელია 

Art Department: ოთო ძიძიკაშვილი,გიორგი ჩადუნელი, ნიკა ღონღაძე,ნუკრი ნაირაშვილი,ჯიმი რეხვიაშვილი

ფროდაქშენ ასისტენტები: ირაკლი კაკაბაძე, თეკო გურაბანიძე

ფოტოგრაფი: ხატია ჯუდა ფსუტური

ფოტო გადაღების კოორდინატორი: ფიქრია ქიქოძე

MU: სალომე ზაქარაია

MU Assistants: ტაისია ერაძე,მარიშა ქავთარაძე

ტრანსპორტის მენეჯერი: დავით ფერაძე, დავით მაღლაკელიძე

სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე

სეტ ჰელფერები: შოთა მესხაძე, ნიკო ჩხაიძე, გიორგი ერემაძე

ლოკაციის სკაუტერი: კოკი ხუციშვილი

გაფერი: გიორგი მარსაგიშვილი

ფოკუსი: მარიამ წიქარიშვილი

ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი

დოლი: გიორგი ზაქაიძე, დიმიტრი ზაქაიძე

 

პოსტ ფროდაქშენის პროდიუსერი: ბურო

მუსიკა: ბექა ჯაფარიძე შუკვანი

გიტარა: ზიკო

ვოკალი: ბექა ჯაფარიძე შუკვანი

ხმის დიზაინი: Heima Production

ფერის კორექცია: ნიკუშა კუკუშა მოწონელიძე

 

დიდი მადლობა:

ლიმბო • Limbo


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ალდაგი საქართველოსა და რეგიონში ახალ მიმართულებას აპოზიციონირებს

როგორ დავძლიოთ ორგანიზაციული ცვლილებებით გამოწვეული ბარიერები?