15
Nov
2018

 m2-მა გაბედა და POPXSpotlight-ის მხარდამჭერია

15 Nov 2018

18 ნოემბერს, თბილისი რიგით პირველ POPXSpotlight-ს უმასპინძლებს. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან პირველი, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება. ღონისძიების თემაა „გამბედაობა“ და საკუთარ გამოცდილებას აუდიტორიას, პანელდისკუსიების, 13 წუთიანი გამოსვლისა თუ ვორკშოფების საშუალებით, 26 მონაწილე გაუზიარებს. წელს, უკვე მეორედ, ღონისძიების მხარდამჭერია დეველოპერული კომპანია m2. გთავაზობთ თამარ რამიშვილის, m2-ის მარკეტინგის დირექტორის კომენტარს POPXSpotlight-ის მნიშვნელობასა და კომპანიის როლზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერაში:

ჩვენი კომპანიისა და ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მარკეტინგული ინდუსტრიის განვითარება. Spotlight კი, უკვე ამდენი წელია, სწორედ ამ მიზანს, წარმატებით ემსახურება. ღონისძიება მარკეტერებისთვის ერთგვარ პლატფორმასა და იდეების გაცვლის, სიახლეების გაცნობის შესაძლებლობას წარმოადგენს. Spotlight თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებისთვის, ისე დამწყები, თუ უკვე წარმატებული კომპანიებისთვის. POPXSpotlight, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს ეძღვნება, ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან m2 თავისი სერვისების განვითარებას სწორედ ინოვაციების დანერგვაში ხედავს. კომპანია VR-ისა და AR-ის უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს, შესაბამისად, ამ სფეროს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს, – თამარ რამიშვილი.

Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა. პროექტის მიზანია, ახალი სივრცის შექმნით, საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი ბიზნეს სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა. Spotlight არის ადგილი, სადაც ქართველი პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

განხილვა