in

ადგილი, სადაც შეძლებ იცხოვრო „შორს ხმაურისგან, ახლოს საკუთარ თავთან“ – m²-ის პრემიალური პროექტი მთაწმინდის პარკთან

თავისუფლების მოედნიდან 13 წუთის სავალზე, მთაწმინდის პარკის მიმდებარედ m²-ის ახალი, პრემიალური პროექტი დაგხვდებათ, რომლის მშენებლობა 2025 წლის ბოლოს სრულდება. კომპლექსი 6 ცალ ხუთ სართულიან შენობას მოიცავს, სხვადასხვა დაგეგმარების სახლებით, ეზოებით, ტერასებითა და დუპლექსებით. თითოეული სახლიდან განსაკუთრებული, პანორამული ხედი იშლება.

პროექტი გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტ სიმწვანესა და სიმშვიდეში სურს ცხოვრება, ვინც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიჯანსაღესა და კეთილდღეობას. „m² მთაწმინდის პარკთან“ დასვენების, სიმყუდროვის და „საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების“ ადგილია.

თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად კომპლექსში მოეწყობა თანამედროვე დიზაინითა და ორიგინალური მასალებით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა, ბავშვებისათვის გასართობი სივრცე, ხოლო მათთვის, ვისაც სურს სისტემატიურად მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, განთავსდება სავარჯიშო დარბაზი.

კომპლექსს პირდაპირი კავშირი ექნება ინოვაციების ქუჩასთან, რაც მაცხოვრებლებს მობილობის სხვადასხვა შესაძლებლობებს მისცემს თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებზე. ფუნიკულიორის საბაგიროსთან მარტივად წვდომისთვის კი მაცხოვრებლებს მოემსახურებათ ელექტრომობილი.

მეტი კომფორტისათვის, უზრუნველყოფილი იქნება საერთო სივრცეების დასუფთავება და გამწვანების მოვლა, კომპლექსს მოემსახურება მენეჯერი, განთავსდება დახურული ავტოსადგომები და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, დაცული იქნება მისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტები.

კომპლექსში სახლის შეძენისათვის ახლა საუკეთესო პერიოდია, რადგან კომპანია დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა შეთავაზებას სთავაზობს:

სააღდგომო აქციის ფარგლებში, ერთიანი გადახდის შემთხვევაში, სახლის შეძენა 30%-მდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი, საჩუქრად კი მომხმარებლები ინტერიერის დიზაინერის მომსახურებას მიიღებენ.

გრძელვადიანი შიდა განვადებით სახლის შეძენის მსურველებს კი 0%-იანი წინასწარი შენატანით შეუძლიათ სახლის შეძენა, ღირებულების 20% ეტაპობრივად გადაიხდიან მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო 80% მშენებლობის დასრულებისას.

m²-ს ამ ეტაპზე 6 მიმდინარე პროექტი აქვს და ისინი კომპანიის მისიას სრულად ასახავენ – „შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავიშრებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან და მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.“

m² მთაწმინდის პარკთან – იცხოვრე შორს ხმაურისგან, ახლოს საკუთარ თავთან, იცხოვრე შენი ცხოვრებით!

[პარტნიორის კონტენტი]

არდი და Liv Hospital Group სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებენ, უფრო მაღალი ხარისხის სერვისისთვის

Meta-მ CapCut-ის კონკურენტი აპლიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა!